Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაზაფხულიდან პედაგოგების პროფესიული განვითარების ტრენინგების დეცენტრალიზაცია გაგრძელდება

18 იანვარი, 2019 15:54

მიმდინარე წლის გაზაფხულიდან პროფესიული განვითარების ტრენინგების დეცენტრალიზაცია გაგრძელდება. 

2011 წლიდან 2017 წლამდე პედაგოგთა პროფესიული განვითარების პროგრამებს ცენტრალიზებულად მასწავლებლის სახლი ახორციელებდა, 2017 წლის ივნისში კი მასწავლებლის სახლმა დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში პროფესიული განვითარების პროგრამების შესარჩევი პირველი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა და გამარჯვებული ორგანიზაციები გამოავლინა. 2018 წელს კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა გაგრძელდებოდა თუ არა ტრენინგების დეცენტრალიზაციის პროცესი. 

ვინ ჩაატარებს პედაგოგებისთვის ტრენინგებს - გაგრძელდება თუ არა სერვისების დეცენტრალიზაცია

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში შესატან ცვლილებებზე დღეს სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ ისაუბრა.

„აქამდე სახელმწიფო უზრუნველყოფდა სერვისს - ტრენინგს მასწავლებელთა განვითარებისათვის, ამაში სახელმწიფო ხარჯავდა უამრავ თანხას, შესაძლოა, ხარისხით ის ვერ გატოლებოდა, მაგალითად, ბრიტანეთის საბჭოს ტრენინგს, ამიტომ ჩვენ გავხსნით კარებს,  შემოვუშვებთ რაც შეიძლება მეტ დონორს, რაც შეიძლება მეტ საერთაშორიო ორგანიზაციას.

მოხარული ვიქნები, თუ ბრიტანეთის საბჭო მთელი საქართველოს ინგლისურის პედაგოგებისათვის გამართავს ტრენინგებს. სახელმწიფოსთვის კარგი იქნება უფასო, მაღალხარისხიანი ტრენინგები, ამით ისარგებლებს სახელმწიფო, ამით ისარგებლებს მასწავლებელი და, რაც ყველაზე მთავარია, ისარგებლებს ბავშვი“,- განმარტა ბერიკა შუკაკიძემ.

ბერიკა შუკაკიძემ ყველა დაინტერესებულ მხარეს,- უნივერსიტეტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა, გაიარონ რეგისტრაცია და გამართონ ტრენინგები მასწავლებლებისათვის.

„წელსვე სკოლები თავად განსაზღვრავენ პედაგოგების საჭიროებებს  და ამ საჭიროებების მიხედვით  გადაწყვეტენ. ჩვენ თუ ვსაუბრობთ, რომ სკოლა უნდა იყოს დამოუკიდებელი, როგორ შეიძლება ცენტრალიზებულად ხდებოდეს იმის განსაზღვრა, როგორ დავეხმაროთ ჩვენს პედაგოგებს, პირიქით სკოლიდან უნდა მოდიოდეს იმის მოთხოვნა, თუ რა დახმარება სჭირდება. სისტემა უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი ასეთი მოთხოვნა დააკმაყოფილოს“,- განაცხადა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა.

კრედიტებს სისტემის გაუქმება და სწრაფი გადაადგილება პროფესიაში - ცვლილებები სქემაში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აგვისტო
23 აგვისტო

ია კერზაიას საქმეზე პროკურატურამ გამოძიე ...

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინს ...
23 აგვისტო
23 აგვისტო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მო ...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი  ამირან გამყრელიძე &n ...
23 აგვისტო
23 აგვისტო

არხანგელსკის ბირთვული ინციდენტი

8 აგვისტოს რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, არხანგელსკის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგებ ...
^