Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსახლეობის 47% გახარიას საქმიანობას დადებითად აფასებს, 67% კი - პოლიციისას - NDI

28 იანვარი, 2019 11:47

NDI-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას საქმიანობას მოსახლეობის 47% კარგად ან ძალიან კარგად აფასებს.

შსს-ს საქმიანობის შეფასება

შეკითხვაზე - როგორ შეაფასებდით შინაგან საქმეთა სამინისტროს (გიორგი გახარიას) საქმიანობას?

6% პასუხობს: ძალიან კარგად;

41% - კარგად;

18% - ცუდად;

5% - ძალიან ცუდად;

29% - არ ვიცი;

1% - უარი პასუხზე.

გახარიასთან შედარებით, მოქალაქეები უფრო პოზიტიურად (67%) აფასებენ პოლიციის საქმიანობას.

შეკითხვაზე - როგორ შეაფასებდით საქართველოში პოლიციის საქმიანობას?

7% - ძალიან კარგად;

60% - კარგად;

18% - ცუდად;

3% - ძალიან ცუდი;

12% - არ ვიცი;

0% - არ ვიცი;

აღსანიშნავია, რომ შეკითხვაზე, ბოლო 10 წელიწადში, როგორ შეიცვალა საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა?

მოსახლეობის 18% პასუხობს, რომ გაუმჯობესდა;

32% პასუხობს, რომ იგივე დარჩა;

43%-ის აზრით, გაუარესდა;

7% პასუხობს - არ ვიცი

ყველაზე ხშირ დანაშაულად მოქალაქეები ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულს ასახელებენ - NDI

_______________________

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ❖ სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად ❖ კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა ❖ შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ❖ რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით ❖ არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება ❖ ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^