Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ბახტაძე: სიტყვის თავისუფლებასა და დეზინფორმაციის შეზღუდვას შორის კავშირი არ არის

01 თებერვალი, 2019 14:46

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, ცილისწამების დარეგულირების შესახებ პრეზიდენტის ინიციატივასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდავას შორის კავშირი არ არსებობს. ბახტაძე მიიჩნევს, რომ მედიაპლურალიზმი და გამოხატვის თავისუფლება „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარია, თუმცა დეზინფორმაციასთან ბრძოლას ყველა განვითარებული დემოკრატიის ქვეყანა ცდილობს.

„სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი და ამას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით.

რაც შეეხება ცრუ ინფორმაციას, დეზინფორმაციას, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს გლობალური პრობლემაა და ყველა განვითარებული დემოკრატია ცდილობს, მას ეფექტიანად აღუდგეს წინ.

მე ნამდვილად ვერ დავუკავშირებ ამ ორ თემას ერთმანეთს. ე.წ. „ფეიქ ნიუსებსა“ და დეზინფორმაციასთან ბრძოლა არის სახელმწიფოს ვალდებულება. განვითარებული დემოკრატიის ქვეყნები ცდილობენ, ჩამოაყალიბონ ისეთი ჩარჩო, რომლითაც თავიანთ საზოგადოებას, ეროვნულ ინტერესებს დაიცავენ ამ დეზინფორმაციისა და ე.წ. „ფეიქ ნიუსებისგან“.

აქვე კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა - სიტყვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი არის ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი მონაპოვარი, რომელსაც ყველაზე მეტად ვუფრთხილდებით და ამ ორი თემის ერთმანეთთან დაკავშირება საფუძველს მოკლებულია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ცილისწამების აკრძალვაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაპირველად საახალწლო მილოცვაში ისაუბრა. ინიციატივა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ 11 იანვარს გააჟღერა. მისი თქმით, აუცილებელია, ადამიანებს არ შეელახოთ ღირსება მათ წინააღმდეგ მიმართული ცრუ ინფორმაციით. მაგრამ ამასთან საჭიროა სიტყვის თავისუფლების დაცვაც.

„ეს არის ის თემა, რომელიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას, რომელმაც ძალიან დიდი ვნებათაღელვა წამოწია საზოგადოებაში.  საჭიროა ამის დაწყნარება.

ამავე დროს კარგად მესმის, რომ დაცული უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება და ხშირად ეს ორი პრინციპი დაპირისპირებაშია,  მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებმაც ეს გადაწყვიტეს. მაგალითად, საფრანგეთი, რომელმაც მიიღო კანონი ცილისწამების შესახებ, მაგრამ საკონსტიტუციომ დაამტკიცა რომ ეს არ მოდიოდა წინააღმდეგობაში არც სიტყვის თავისუფლებასთან, არც მთავარ ადამიანის უფლებებთან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა 11 იანვარს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^