Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არაფორმალური განათლების აღიარება წელს საპილოტე რეჟიმში მშენებლობის მიმართულებით დაიწყება

04 თებერვალი, 2019 14:42

დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განათლების რეფორმის ფარგლებში პროფესიული განათლების მიმართულებით პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციისას ყურადღება დაეთმო ზრდასრულთა განათლებას.

კერძოდ, როგორც სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირინა წეროძემ განმარტა, ზრდასრულებისთვის, განუსაზღვრელად მათი ასაკისა, პროფესიული უნარების განახლების ან ახალი პროფესიის შეძენისთვის სამინისტრო მათ მოკლევადიან პროგრამებს შესთავაზებს.

უფრო კონკრეტულად, კი მარტიდან ზრდასრულებისთვის მოკლევადიანი პროგრამები იქნება შეთავაზებული სამშენებლო მიმართულებით, თუმცა ეტაპობრივად გაიზრდება მიმართულებების ჩამონათვალი,- საინფორმაციო, სოფლის მეურნეობის მიმართულებები, ტრანსპორტი და ა.შ.

„ეს არის ხელმისაწვდომი ნებსიმიერი ასაკის ადამიანებისათვის, რომელსაც სურვილი აქვს, გაიუმჯობესოს პროფესიული უნარები, მათ ვთავაზობთ გადამზადების კურსებს, 2 თვიდან 6 თვემდე სწავლებას და შემდგომ დასაქმებას.“

2019 წლიდან მოკლევადიანი კურსების მიწოდება შეეძლებათ დამსაქმებლებთან არსებულ ტრენინგ-ცენტრებსაც, რომლებიც გაივლიან სპეციალურ სერტიფიცირებას და მოიპოვებენ უფლებას გახდნენ, განათლების მიმწოდებლები.

არაფორმალური განათლების ფორმალური შესაძლებლობები

კიდევ ერთი სიახლე არაფორმალური განათლების აღიარებას ეხება.

არაფორმალური განათლების აღიარება მიმდინარე წელს საპილოტედ მშენებლობის მიმართულებით დაიწყება. თუმცა იგეგმება, რომ მომდევნო წლებში, ამ შემთხვევაშიც მიმართულებები უფრო მრავალფეროვანი გახდეს.

„კომპეტენციები, რომელიც ადამიანმა შეიძინა არაფორმალურ გარემოში, შესაძლებელი იქნება მათი აღიარება და სახელმწიფოს მიერ დადასტურებული სერტიფიკატის აღება. არაფორმალური განათლების აღიარება დასაბამს დაუდებს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის პრინციპის რეალიზებას, ადამიანებისათვის წინმსწრები უნარებისა და განათლების აღიარება, როემლის გაგრძელებაც იქნება მოკლევადიანი კურსების ფარგლებში მათთვის კომპეტენციების გაუმჯობესება. სურვილის შემთხვეაში, მათ უკვე გზა ხსნილი აქვთ სადიპლომო პროგრამებისკენ“,- ამბობს ირინა წეროძე.

ჯერჯერობით სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ პრინციპს თუ როგორ მოხდება არაფორმალური განათლების აღიარება. როგორც ირინა წეროძე განმარტავს, არაფორმალური განათლების აღიარებისათვის იურიდიული პირი გარკვეული პროცედურების შესაბამისად, მიიღებს ამ უფლებას,- „ეს შეიძლება იყოს საგანმანათლებლო დაწესებულება, შეიძლება იყოს ასოციაცია, დამსაქმებელი, სავაჭრო პალატა და ა.შ. ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. ახლა ამაზე ვმუშაობთ და კანონქვემდებარე აქტით დავარეგულირებთ ამ ყველაფერს“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 მაისი
24 მაისი

„დედა ენის“ კომისია დაკომპლექტდა - ვინ ა ...

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  ...
24 მაისი
24 მაისი

ქუთაისში ადვოკატსა და მის ოჯახზე თავდასხ ...

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, 18 მაისს ქალაქ ქუთაისში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატ ...
24 მაისი
24 მაისი

თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტით კ ...

თბილისის ბაგა-ბაღებს მომავალი კვირიდან საკვები პროდუქტით კომპანია „მზიური“ მოამარაგებს -  აღნ ...
^