Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„არა ჰესომანიას“ - მთიანი რეგიონების თემთა წარმომადგენლები აქციას მართავენ

07 თებერვალი, 2019 11:20

მთიანი რეგიონების თემთა - ზემო და ქვემო სვანეთის, ლეჩხუმის, ონის, აჭარისა და პანკისის წარმომადგენლები საქართველოში დაგეგმილი ჰესების წინააღმდეგ აქციას მართავენ. 

აქცია სასტუმრო „იოტას“ წინ იმართება, სადაც დღეს იწყება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის საჯარო განხილვები.

„აღსანიშნავია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი განიხილავს ნენსკრას, ხელედულას, ნამახვანის, ონის, მაჭახელასა და სხვა ჰესების პროექტების დაფინანსების შესაძლებლობას საქართველოში. შესაბამისად, აქციაზე მონაწილეები მოუწოდებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, არ დააფინანსოს საქართველოში ზემოაღნიშნული პროექტები და არ შეუწყოს ხელი საქართველოს მთიანეთის დაცლას“,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. 

აქციის მონაწილეები ასევე მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას გადახედოს საკუთარ პოლიტიკას ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. რეგიონების თემთა წარმომადგენლებს უერთდებიან გარემოსდაცვითი და უფლებედამცველი ორგანიზაციები, მათ შორის მწვანე ალტერნატივა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). 

კომპანიამ ნენსკრაჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა

„ნენსკრაჰესის" ინვესტორი კომპანიის დირექტორი სამომავლო გეგმებზე მთავრობის წევრებს შეხვდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
^