Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

I და II ინსტანციაში მოსამართლეთა შერჩევის გაჭიანურებაზე განცხადება უსაფუძვლოა - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეები

19 თებერვალი, 2019 20:30

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები უსაფუძვლოს უწოდებენ საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა შერჩევას იუსტიციის საბჭო აჭიანურებს.

„19 თებერვალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების გადადების გამო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოს ქვედა ინსტანციებში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი შეაყოვნა.

აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მოვლენათა დამახინჯებულ ინტერპრეტაციას, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა 2018 წლის 30 ივლისს და კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობდა 31 აგვისტოს ჩათვლით.

აღნიშნულის შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიმდინარეობდა ინფორმაციის მოძიებისა და შესწავლის ეტაპი, რომელიც მოიცავს 2 თვეს. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ საბჭომ დაიწყო კანდიდატებთან გასაუბრება, რომელიც ეტაპობრივად მიმდინარეობდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო გაესაუბრა კონკურსში მონაწილე 77 კანდიდატს. ბოლო გასაუბრება ჩატარდა მიმდინარე წლის 28 იანვარს. აღნიშნულ დღეს იგეგმებოდა გასაუბრების ეტაპის დასრულება, რაც ვერ მოხერხდა ერთ-ერთი კანდიდატის მიზეზით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების არსებობის გამო. აღნიშნული პროცესის პარალელურად საბჭოს მიერ ხორციელდებოდა სხვადასხვა უფლებამოსილებები, კერძოდ: საბჭო გაესაუბრა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის 115 კანდიდატს, განხორციელდა “საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 79 (4) მუხლით გათვალისწინებული პროცედურა 8 მოსამართლის მიმართ, წარიმართა 3 წლის ვადით დანიშნული 13 მოსამართლის საქმიანობის შეფასება და ამ ეტაპზე იგივე პროცედურა მიმდინარეობს 15 მოსამართლის მიმართ, ამასთან ყოველკვირეულ რეჟიმში ტარდება საბჭოს სხდომები და ხორციელდება საბჭოს სხვა მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები.

შესაბამისად, ბრალდება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეგნებულად აჭიანურებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ყოვლად უსაფუძვლოა. უფრო მეტიც, აღნიშნული წარმოადგენს საზოგადოების თვალში იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მთლიანად სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობას. ამასთან, გაუგებარია ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც საბჭოს აღნიშნული წევრები ხელმძღვანელობენ მოსამართლეთა დანიშვნებთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნული წევრები ერთის მხრივ აქტიურად ეწინააღმდეგებიან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს და ამასთან, ითხოვენ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსის დაჩქარებას, რომლის საბოლოო შედეგი სწორედაც მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 სექტემბერი
13 სექტემბერი

19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდ ...

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებ ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის“ მფლობ ...

12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტი - „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“  ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ...

საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს& ...
^