Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა მოთხოვნები აქვთ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც იფიცებიან

21 მარტი, 2019 12:48

გუშინ, 20 მარტს მედიაციის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესა და სოციალურ მუშაკებს შორის გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. საინიციატივო ჯგუფმა „სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის“ დღეს დააანონსეს, რომ გაიფიცებიან. ისინი სამინისტროს დღეს ოფიციალური წერილით მიმართავენ და 25 მარტიდან გაიფიცებიან. 

„დღესდღეობით, სოციალური მუშაკი,  როგორც მოწყვლად ჯგუფებთან მომუშავე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიონალი, ხშირად ვერ აკმაყოფილებს მომსახურების მიმღებთა საჭიროებებს შესაბამისი მომსახურებების, სამუშაო ინსტუმენტების, მოდელებისა და მეთოდოლოგიის არ არსებობის გამო. გარდა ამისა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალურ მუშაკები 26 მიმართულებით მუშაობენ, რომელთა ხარისხიანად შესრულებაც მათ ძალებს აღემატება. ნაცვლად იმისა, რომ სოციალური მუშაკები ბენეფიციართა მხარდაჭერასა და გაძლიერებას ემსახურებოდნენ, ისინი დატვირთულები არიან ისეთი ვალდებულებებით, რაც მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს არ შეესაბამება (კერძოდ, დაბადების იურიდიული ფაქტის დადგენა; ექსპერტიზის ბიუროში ხელმოსაწერად სიარული; ადრეული განვითარების, დღის ცენტრისა და კვებისა ვაუჩერების გაცემა და ა.შ.). ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვდგებით იმ რეალობის წინაშე, რომ სოციალური მუშაკებისთვის დაკისრებული სამუშაო არის ძალიან დიდი მოცულობის და სცდება პროფესიის მანდატს, რაც, თავისთავად, ნეგატიურად აისახება სოციალური მუშაობის განხორციელებასა და ბენეფიციარების კეთილდღეობაზე და არღვევს ბენეფიციართა ისეთ ფუნდამეტურ უფლებებს, როგორებიცაა: სიცოცხლე, ჯანმრთელობა და განვითარება“, - აცხადებს სოციალურ მუშაკთა საინიციატივო ჯგუფი 

ნახეთ სოციალურ მუშაკთა მოთხოვნის წერილი, რომლითაც ისინი ჯანდაცვის მინისტრსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავდნენ:

1.         სოციალური სამუშაოს შესასრულებლად საჭირო გარემო-პირობების იდენტიფიკაციისა და შესაბამისი პროგრამების დაგეგმვის მიზნით, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ დაუყოვნებლივ შეიქმნას რეაგირების ჯგუფი, რომელშიც აუცილებლად უნდა შედიოდნენ შემდეგი უწყებები: მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები, ა.ო. „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“,  სოციალური მუშაობის სფეროს ექსპერტები, რომლებიც კარგად იცნობენ საუკეთესო პრაქტიკას და ადგილობრივ სოციალურ და ეკონომიკურ კონტექსტს, ასევე ა.ო. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ა.ო. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“,.

2. შემუშავდეს სამუშაო ინსტრუმენტები (მეთოდოლოგია და მოდელები) და სოციალური მუშაკები გადამზადდნენ მათ გამოყენებაში.   

სოციალურ მუშაკებზე დაკისრებული რთული და საპასუხისმგებლო სამუშაოდან გამომდინარე არსებობს პროფესიული გადაწვის მაღალი რისკი, რის გამოც აუცილებელია, თითოეული სოციალური მუშაკი ვიმყოფებოდეთ მუდმივი პროფესიული სუპერვიზიის ქვეშ. შესაბამისად, მოვითხოვთ:

3. შეიქმნას და დაინერგოს ქმედითი სუპერვიზიის მექანიზმი.

4. შეიქმნას და დაინერგოს სოციალური მუშაკების პროფესიული განვითარების სქემა და დამსაქმებელმა უზრუნველყოს დასაქმებულისათვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული უახლესი ინფორმაციის მიწოდება.

დღეისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში დასაქმებული კადრების სიმცირე და/ან არარსებობა აფერხებს შემთხვევებზე დროულ რეაგირებას. სოციალური მუშაკები ვერ ვახერხებთ შემთხვევების სრულფასოვან და პროფესიონალურ მართვას, რის შედეგადაც პირველ რიგში ზარალდებიან ბენეფიციარები. შესაბამისად, მოვითხოვთ:

5.         დაუყოვნებლივ გაიზარდოს ყველა სერვის-ცენტრში სოციალური მუშაკების რაოდენობა.

6.         განისაზღვროს თითოეულ სოციალურ მუშაკზე დაკისრებულ საქმეთა მაქსიმალური რაოდენობა. ეტაპობრივად შემცირდეს და განისაზრვროს საქმეთა მაქსიმალური რაოდენობა. ამოქმედდეს კანონის სოციალური მუშაობის შესახებ კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვით სოციალური მუშაკის საქმეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50-ს.

გაიზარდოს სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ფსიქოლოგების რაოდენობა და თითოეულ მომსახურების ცენტრს და რაიონულ განყოფილებას ჰყავდეს საკუთარი ფსიქოლოგი.

7.         გაიზარდოს სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული იურისტების რაოდენობა. სოციალური მომსახურების სააგენტოს თითოეულ ცენტრში საჭიროა სამი იურისტი, რომლებიც იმუშავებენ აღსრულების, სასამართლო პროცესებზე წარმომადგენლობისა და შიდა იურიდიული საქმისწარმოების მიმართულებით.

8. უფროსი სოციალური მუშაკების დატვირთვა განისაზღვროს და საჭიროების დროს დაემატოს უფროსი სოციალური მუშაკები.

9. თითოეული სოციალური მომსახურების ცენტრისთვის შეიქმნას ცალკე მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მაღალი პროფესიული უნარებით აღჭურვილი და შესაბამისი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით.

10. არასრულწლოვანთა საპროცესო წარმომადგენლად დაქირავებულ იქნან დამატემითი შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე კადრები.

11.       სოციალურ მუშაკებს არ დაევალოთ ისეთი საქმიანობის შესრულება, რაც სცდება სოციალური მუშაკის სპეციალიზაციას და შესაბამისად, არამიზნობრივად არ დაიხარჯოს სოციალური მუშაკების რესურსი. 

12.1 კანცელარიის საქმიანობა;

12.2     ვაუჩერის ბეჭდვა/ბაზაში შეყვანა/გადაწყვეტილების მომზადება;

12.3     ხელშეკრულებების ბაზაში ასახვა/ბეჭდვა;

12.4     სხვადასხვა ბაზებში მონაცემთა ადმინისტრირება;

12.5     ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ აღიაროს სოციალური მუშაკის ელექტრონული ხელმოწერა და სოციალურ მუშაკს არ უწევდეს ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირის შესახებ მომზადებული ყოველი დასკვნის დაწერის შემდგომ ბიუროში ფიზიკური გამოცხადება.

           

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრებში არ არის დასაქმებულთათვის და ბენეფიციართათვის შექმნილი კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვნად აფერხებს სოციალური მუშაკების მხრიდან ბენეფიციარის ნდობის მოპოვებას, სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებისათვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას და შემთხვევების უსაფრთხო და კონფიდენციალურ გარემოში წარმართვას. შესაბამისად, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ამოქმედდეს სოციალური მუშაობის შესახებ კანონის 45-ე მუხლი:

13.       თითოეულ ცენტრში შეიქმნას ბენეფიციართან გასაუბრების ინდივიდუალური ოთახი. და  მოეწყოს ბავშვთა ოთახები.

14.        კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით თითოეულ სოციალურ მუშაკს უნდა ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერი და მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის შესანახი დაცული სათავსო.

15.        თითოეულ ცენტრში გამოიყოს სპეციალური ადგილი, სადაც დაცული და დაარქივებული  იქნება მეურვეობა/მზრუნველობის და სოციალური პროგრამების მიმართულებით წარმოებული საქმეები.

16.  ყველა ცენტრი ადაპტირდეს სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის

სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკების შრომა, მიუხედავად ჩვენზე დაკისრებული საპასუხისმგებლო ფუნქცია-მოვალეობებისა, არ არის შეფასებული ადეკვატურად. სოციალური მუშაკის როლი არ არის წარმოჩენილი პოზიტიური კუთხით და არ ხდება მისი დაფასება მატერიალური თუ არამატერიალური ბენეფიტებით. შესაბამისად, მოვითხოვთ:

17. სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას სოციალური მუშაკები ვიყოთ უზრუნველყოფილი  ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი სამგზავრო ხარჯით.

18. სოციალურ მუშაკთა ხელფასები გაიზარდოს ეტაპობრივად კომპეტენციიდან და სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე.

19. სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილი ვიყოთ სამედიცინო დაზღვევით დაგვქონდეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება.

20. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მაქსიმალურად იქნას დაცული ჩვენი პირადი უსაფრთხოება. სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრები აღიჭურვოს უსაფრთხოების სისტემებით. 

სოციალური მუშაკების განცხადებით, შექმნილი მდგომარეობა ნათელად წარმოაჩენს, რომ სისტემურ დონეზე არსებული ხარვეზები, სერვისცენტრებში არსებული მძიმე სამუშაო გარემო და ეფექტური მენეჯმენტის არ არსებობა „აუცილებლად მიგვიყვანს ახალ ტრაგედიებამდე, რომლებზე პასუხისმგებლობაც ისევ და ისევ მხოლოდ ჩვენ, პრაქტიკოს სოციალურ მუშაკებს დაგვეკისრება, თუ არ მოვითხოვთ კატეგორიულად იმ პრობლემების გადაწყვეტას, რომელთა აღმოფხვრაც აუცილებელია ბენეფიციართა სიცოცხლის გადასარჩენად“.  

 

200-მდე სოცმუშაკმა კოლექტიური დავის დაწყების თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროში წერილი შეიტანა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აპრილი
23 აპრილი

კალაძე ჟურნალისტს ლევან ჯიბღაშვილის დაკა ...

"დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული", – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე უპასუხა უთხ ...
23 აპრილი
23 აპრილი

კვლევამ აჩვენა, რომ სისხლში ტყვიის შემცვ ...

„შედეგები მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყანაში სისხლში ტყვიის შემცველობა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა. - &bdqu ...
23 აპრილი
23 აპრილი

სერგეენკო: ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა ტყ ...

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ბავშვების სისხლში ნა ...
^