.jpg)
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ" მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ლადო კახაძე იმიტომ შეარჩია, რომ იგი „განსაკუთრებული კაცთმოყვარეობით, განსაკუთრებული კოლორიტულობით გამოირჩევა".
ამის შესახებ მდინარაძემ „TV პირველი" ეთერში ისაუბრა.
„რამდენიმე კანდიდატზე იყო საუბარი და საბოლოოდ მაინც ბატონ ლადოზე შევჯერდით. თუკი ვინმეს ერთხელ მაინც მოუსმენია ამ ადამიანისთვის, იქ ალბათ კითხვის ნიშნები არ არის. ეს არის კაცი, რომელიც განსაკუთრებული კაცთმოყვარეობით, განსაკუთრებული კოლორიტულობით გამოირჩევა. ღირსეული, რაც შეიძლება მეტად ღიღსეული გვინდოდა რომ ყოფილიყო და ასეთი ლადო კახაძე რომ ნამდვილად არის, მაში ალბათ ვერავინ შეგვეკამათება. როცა ამ კაცს ვუსმენ, ძალიან კარგად ვიცნობ და შევხვედრილვარ, და არახმხოლოდ თამადობის კონტექსტში და სუფრაზე, ისედაც, გვქონია საკმაოდ ისეთი საქმიანი საუბარი საქამიან თემებზე, მათ შორის პოლიტიკაზე და მსიამოვნებს მე პირადად, დარწმუნებული ვარ, აარ არსებობს ადმაიანი, რომელიც მას მოუსმენს და არ ესიამოვნოს. ეს არის კაცი, რომელიც ბევრ რაღაცას გასწავლის კდიეც თავისი მჭერმეტყველებით, გამჭრიახი გოლებით, სწორი ცხოვერბის სტილით, რაც გამოიარა, პროფესიონალიზმით..." - თქვა მდინარაძემ.
დღეს „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად გამოაცხადა შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი - ლადო კახაძე.
აბორტი, სექსუალური შევიწროება და სხვა თემები - ლადო კახაძის მოსაზრებები