Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პენიტენციური სამსახური ბათუმის #3 ციხის პატიმრების საჩივარზე განცხადებას ავრცელებს

04 აპრილი, 2019 11:02

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბათუმის #3 ციხის პატიმრების საჩივართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს საჩივარში მოყვანილ ბრალდებებს და აცხადებს, რომ დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულების მიმართ რაიმე სახის უფლებების დარღვევას. 

„აღსანიშნავია ისიც, რომ მსჯავრდებულების რისკს განსაზღვრავს მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელი. რისკის გადაფასება ხდება წელიწადში ერთხელ და გადაწყვეტილებას ჯგუფი რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით იღებს, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია დაწესებულებაში პატიმრის მიერ გამოვლენილი ქცევა. ამდენად, მსჯავრდებულების მიერ გამოთქმული ბრალდება, თითქოს მათთვის რისკის დამძიმება დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მიზანმიმართულად ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება.  რაც შეეხება საჩივარში მოყვანილ სხვა ფაქტებს, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ წყლის პრობლემა  არ უკავშირდება პენიტენციურდაწესებულებას. N3 პენიტენციური დაწესებულების მიმდებარედ (ე.წ. ურეხის დასახლება) მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. პენიტენციური დაწესებულების წყალმომარაგება მოსახლეობაზე ბევრად უკეთესია იქიდან გამომდინარე, რომ ხდება რეზერვუარებისგამოყენება. როდესაც წყდება ქალაქიდანწყალი, ამის შემდეგ წყლის მიწოდება დაწესებულებისთვის რეზერვუარიდან ხორციელდება.
ასევე უსაფუძვლოა განცხადება, რომ უსაფრთხო საკნებში ვენტილაციის პრობლემა არსებობს, რადგან ამ საკნებისვენტილაცია 24 საათიან რეჟიმში, უწყვეტად ხორციელდება. რაც შეეხება, მთლიანად დაწესებულების ვენტილაციას,იმისათვის, რომ სავენტილაციო მოწყობილობა არ გადაიწვას, ღამით მხოლოდ 2 საათით ხდება ვენტილაციის გამორთვა. ესეც იმ საკნებში, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი ვენტილაციის საშუალება,ანუ სადაც შესაძლებელია ფანჯრის გახსნადა საკნების ბუნებრივად განიავება.

სიცრუეა ისიც, თითქოს უსაფრთხო (დეესკალაციის საკნებში) და სამარტოო საკნებში სათვალთვალო ვიდეოკამერის ხედვის არეალში ხვდება ტუალეტის ნიჟარა.
 

უსაფუძვლოა ასევე მსჯავრდებულების განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს მათ  ეზღუდებათ კანონით მინიჭებული უფლებები, კერძოდ, საჩივრების დაწერის უფლება. სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ის საჩივარი, რომელიც მედიასაშუალებებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, სწორედ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ გაუგზავნა საჩივარში მითითებულ ადრესატებს. აღსანიშნავია, რომ N3 დაწესებულებაში მოთავსების (15.12.2018) დღიდან დაწესებულების ადმინისტრაციამ მარსაგიშვილის მიერ მომზადებული ოთხი საჩივარი გაგზავნა ამ საჩივრებში მითითებულ რამდენიმე ათეულ ადრესატთან. შესაბამისად, საჩივრების შეზღუდვასთან დაკავშირებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ N3 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს, ისევე, როგორც სხვა დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს, საჭიროებისამებრ დროულად მიეწოდება სამედიცინო სერვისები.
 

სამსახური ადასტურებს, რომ 1 აპრილს გიორგი მარსაგიშვილმა, დავით ჭოველიძემ და შოთა დობაძიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენეს, რაც გამოიხატა შემდეგში: 23:39 სთ-ზე, გიორგი მარსაგიშვილმა კისერზე კანქვეშ დამარცხენა ხელის ცერა თითთან ე.წ.„სპილენძის მავთული“ გაიყარა (რომელიც საკანში არსებული ტელევიზორის ანტენის დეტალია) და ხელით მიება მაგიდის ფეხს. ნახევარი საათის შემდეგმის საკანში მყოფმა მსჯავრდებულმა დავით ჭოველიძემ (2 აპრილს 00:08 სთ-ზე) მარცხენა ხელის ცერა თითთან გაიყარა ძაფი და  მარსაგიშვილის მიერ თითებს შუა გაყრილ მავთულს გამოაბა. შოთა დობაძიშვილმაც (2 აპრილს 01:14 სთ-ზე) - მარცხენა ხელის ცერა თითთან გაიყარა ძაფი და მარსაგიშვილის მიერ თითებს შუა გაყრილ მავთულს გამოაბა. მსჯავრდებულებმა აღნიშნული ქმედების მიზეზი არ განმარტეს. 2 აპრილს, 12:50 სთ-ზე მსჯავრდებულმა მარსაგიშვილმა ადვოკატთან შეხვედრამდე მაგიდიდან აიხსნა ხელი, სხვა მსჯავრდებულებს მავთულის ამოძრობის გარეშე ჩამოეხსნა და ადვოკატთან შესახვედრად გავიდა. ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ მარსაგიშვილი საკანში შეიყვანეს, სადაც კარადა დააზიანა, რის შემდეგაც დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს. 2 აპრილს 23.25 საათზე საკანში დარჩენილმა დობაძიშვილმაც დააზიანა საკანში არსებული კარადა. ციხის თანამშრომლების ინფორმაციით, დობაძიშვილი და ჭოველიძე არაადეკვატურად იქცეოდნენ, თვითდაზიანებებით იმუქრებოდნენ და ციხის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამ პერიოდში მსჯავრდებულებმა თითებს შორის გაყრილი ძაფები მოიხსნეს და ამჟამად დეესკალაციის საკანში იმყოფებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“,- ნათქვამია სპეციალური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პატიმრები ბათუმის #3 ციხეში არსებულ მძიმე ვითარებაზე წერილს ავრცელებენ

გუშინ ბათუმის ციხეში პატიმრებს, რომლებმაც თვითდაზიანება მიიყენეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე შეხვდა. როგორც მან „ბათუმელებს“ განუცხადა, პატიმრები ამ დროისთვის დეესკალაციის ოთახში განმარტოებით იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„მათ აღარ აქვთ გაყრილი ხელში მავთულები… მე სამივე პატიმარს ცალ-ცალკე შევხვდი და სამივე მათგანმა დაადასტურა, რომ აქვთ წყლისა და ვენტილაციის პრობლემა. ერთ-ერთი მათგანი ასევე ყვება თანამშრომელთან სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ,“ – ამბობს ცოტნე ანანიძე.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ბათუმის მე-3 დაწესებულების პატიმრების წერილი, სადაც ნათქვამია, რომ დაწესებულებაში „უხეშად არღვევენ პატიმრების კანონიერ უფლებებს და ლახავენ მათ პატივსა და ღირსებას“.

წერილში, რომელშიც პატიმრებმა ციხიდან გამოაგზავნეს აღწერიალია თუ რა პირობებში უწევთ მათ ყოფნა. უფრო კონკრეტულად, ისინი სასმელი წყლის, სუფთა ჰაერისა და ჰიგიენური საშუალებების არარსებობაზე, ტუალეტებში სათვალთვალო კამერების არსებობაზე, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე წერენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

დაიკითხება თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულ ...

„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიე ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ვინ არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლ ...

23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატის ინდივიდუალურ მოსმენას იწყებს. ვი ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე ბრ ...

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს, რომელთა შ ...
^