Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალექსანდრე ელისაშვილმა მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლევან იოსელიანი წარადგინა

05 აპრილი, 2019 14:17

ალექსანდრე ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად ლევან იოსელიანი წარადგინა. წარდგენა დღეს ამაღლების ქუჩაზე, „ლადოს ბაღში“ გაიმართა. 

„წარმოგიდგენთ პრინციპულ, კეთილსინდისიერ ადამიანს, პროფესიით ადვოკატს, ისეთ ადამიანს, რომელიც ჰაერივით სჭირდება ქართულ პოლიტიკას, როგორიც არის ლევან იოსელიანი“, - ამ სიტყვებით წარადგინა იოსელიანი ალექსანდრე ელისაშვილმა. 

„ჩვენ 900 ხელმოწერა შევაგროვეთ და პირადად მე და ალეკო 300-მდე ოჯახში შევედით. ერთი რამ, რაც შემოგეფეთება და მერე მოსვენებას არ გაძლევს, სიღარიბისა და გასაჭირის გარდა, არის უიმედობა და ნიჰილიზმი, რაც ყველა ჩვენგანშია და განსაკუთრებით აქ, ამ ისტორიულ უბანში. იმიტომ, რომ ადამიანები ცხოვრობენ მოცემულობით სიმდიდრეში და არიან ძალიან ღარიბები, ჩვენი გუნდის ამოცანაა, ეს ნიჰილიზმი გავაქროთ“,- განაცხადა იოსელიანმა.

ბრძოლა მთაწმინდისთვის - ინტერვიუ ელისაშვილის მოძრაობის კანდიდატთან, ლევან იოსელიანთან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^