Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კონსტიტუციაში არისტოკრატული ტიტულები არ არსებობს - სასამართლომ განხილვა შეწყვიტა

11 აპრილი, 2019 15:39

სასამართლომ ბაგრატიონების საქმე განუხილველად დატოვა. როგორც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა განაცხადა, სასამართლომ უარი თქვა ამ საკითხის გადაწყვეტაზე. თავად ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ლევან გორელაშილი ამბობს, რომ ისინი განჩინებას გაასაჩივრებენ. 

„სასამართლომ დატოვა საქმე განუხილვევალდ. დავა აგვისტოდან დაიწყო და ხუთამდე სხდომა გაიმართა, უნდა განეხილა თუ არა სასამართლოს ეს დავა და ახლა მიხვდა,  რომ თურმე არ უნდა განეხილა. რატომ შეაწუხეს ან ეს ისტორიკოსები, გამოკითხეს ადამიანები. ეს ყველაფერი კითხვის ნიშნებს აჩენს", - ამბობს ადვოკატი. 

მისივე თქმით, კოლეგიამ თავდაპირველად ეს საქმე წარმოაბაში არ მიიღო მაგრამ შემდეგ ზემდგომ ინსტანციას მიმართეს, რომელმაც დაავალა კოლეგიას საქმის განხილვა. თუმცა, კოლეგიამ მაინც უარი თქვა. 

რაც შეეხება დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხარეს. მისი ადვოკატი, ლევან ჩხეიძე ამბობს, რომ არ არსებობს დავის იურიდიული საფუძვლები, შესაბამისად სასამართლო ვერ განიხილავდა. მათი შუამდგომლობაც საქმის განხილვის შეწყვეტას ეხებოდა. 

„არა არსებიბს დავის იურიდიული საფუძვლები. რადგან არ არსებობს კონსტიტუციაში არისტოკრატული ტიტულები, შესაბამისად, ამის დაცვის საქმეც არის აბსურდული", -  დავით ბაგრატიონის ადვოკატი.

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს „საქართველოს სამეფო სახლის სახელით უნაბართვოდ სარგებლობისთვის“ სასამართლოში უჩიოდნენ. 

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივიან

„ეთნოგენეტიკური კვლევის ცენტრი“ ადასტურებს ნუგზარ ბაგრატიონისთვის ანალიზის ჩატარებას​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^