Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი? - კითხვას ბათუმის საკრებულოში დაპირისპირება მოჰყვა

12 აპრილი, 2019 14:49

აჭარის ტელევიზიის ცნობით, ბათუმის საკრებულოში სხდომაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. მათი ინფორმაციით, საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან" როინ ზოიძე ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა. 

როგორც აჭარის ტელევიზიის ვებგვერდი წერს, ფიზიკური დაპირისპირება და კამათი ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხის განხილვას მოჰყვა.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ განათლების კომისიის თავმჯდომარეს ჰკითხა, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი. 

მოხსენების წარდგენისას კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ ქალაქში პროზაიკოსის ბიუსტის დადგმას გეგმავდნენ.

„კითხვა დავსვი, განმარტებით ბარათშიც უწერია და მოხსენების დროსაც თქვა, რომ დიდ პროზაიკოსს ვუდგამთ ბიუსტს. ვკითხე პროზაიკოსია თუ პოეტი? ან დამისახელე ერთი პროზაული ნაწარმოები-მეთქი. ამას მოჰყვა აგრესია, იმიტომ, რომ არ აქვს ინტელექტი ადამიანს და გადმოდის აგრესიაზე'' - თქვა ჟურნალისტებთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. 

ფოტო: აჭარის ტელევიზია

ხიდან ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი - დეპუტატი ტერენტი გრანელს ბოდიშს უხდის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

დაიკითხება თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულ ...

„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიე ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ვინ არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლ ...

23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატის ინდივიდუალურ მოსმენას იწყებს. ვი ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე ბრ ...

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს, რომელთა შ ...
^