Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩვენი ამოცანაა, „ქართული ოცნება" ისე გავუშვათ, რომ არ დავაბრუნოთ „ნაციონალური მოძრაობა" - მაღრაძე

13 აპრილი, 2019 16:12

„შეშფოთებულმა იმით, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენს ოცნებებს ვეღარ პასუხობს, ჩვენი ამოცანა ასე ჩამოყალიბდა: ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღეს ხელმძღვანელობს, ხელისუფლებიდან ისეთნაირად გავუშვათ, რომ არ დავაბრუნოთ ის პარტია, რომელმაც საქართველოს ძალიან დიდი განსაცდელი მოუვლინა,“ - ამის შესახებ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა დავით მაღრაძემ ფილარმონიაში გამართულ შეკრებაზე განაცხადა.

დავით მაღრაძის თქმით, მისთვის „ეროვნული ამოცანის ხარისხშია ის, რომ ისეთი ხვალინდელი დღე შევქმნათ, რომ ყველა ჩვენგანი საარჩევნო ყუთთან წელგამართული წავიდეს".

„სიტუაცია ჩვენი აზრით, ჩვენი თვალსაწიერიდან ისეთადაა დანახული, რომ შეიძლება მოახლოებული იყოს ბევრი საფრთხე, რომელიც გვინდა ავიცილოთ და არჩევნებზე უფრო მხნედ წავიდეთ. არჩევნებზე წელგამართულები გვინდა წავიდეთ და ხმა მივცეთ არა ვინმეს დასაჩაგრად და დასაბლოკად, არამედ იმედი გვქონდეს ვიღაცის, ისეთის ვინც ჩვენს გულისტკივილს მერე პოლიტიკაში მიიტანს. ეს არის მთელი ჩვენი განზრახვა...

ამ ორი პარტიიდან დღეს, ვერც ერთი ვერ ტოვებს იმის შთბეჭდილებას, რომ ჩვენს საწადელს და გულისწუხილს მიიტანს ქართულ პოლიტიკაში და თავის ენერგიას მოახმარს იმას, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე გათენდეს", - განაცხადა მაღრაძემ.

ფილარმონიაში მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეხვედრა მიმდინარეობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^