Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორც ხედავთ ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერდა, შეინარჩუნეთ სიმშვიდე - საბანაძე პანკისელებს

21 აპრილი, 2019 12:02

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძე პანსკის ხეობაში ჩავიდა. მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შეჩერებულია მშენებლობა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვესაუბრეთ უხუცესებს, გვსურს შევხვდეთ თელავში და დავილაპარაკოთ, როგორც ხედავთ ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერდა. მოგიწოდებთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ამ შემთხვევაში დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. სჯობს წავიდეთ თელავშში და დავილაპარაკოთ. წამოვიდეს ვინც უნდა და დიალოგის რეჟიმში განვიხილოთ ეს თემა, - განაცხადა საბანაძემ.

პანკისის ხეობაში რამდენიმე ასეული ადამიანი ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. ხეობაში მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმებიც. დღეს გამართულ აქციაზე სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, დაშავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, პოლიციამ აქციის დასაშლელად გამოიყენა ცრემლმდენი გაზიც.

LIVE► პანკისის ხეობაში ჰესების წინააღმდეგ აქცია იმართება, მობილიზებულია სპეცრაზმი

პანკისის ხეობაში ორი ჰესი - „ხადორი 1“ და „ხადორი 2“ უკვე აშენდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესებმა ხეობის ეკოსისტემას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. არადა, ხეობაში დამატებით ახალი ჰესების ასაშენებლად მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია. ჰესების მშენებლობასა და გარემოზე მათი ზემოქმედების შესახებ პანკისის ხეობაში ადგილობრივებს ორი დღის წინ მთავრობის წევრები, მათ შორის ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი შეხვდა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, მინისტრი ხეობის მცხოვრებლებს ჰესების მშენებლობის მიზანშეწონილობის კიდევ ერთხელ გადახედვას დაპირდა. თუმცა, დღეს სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^