Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახლა სიმშვიდეა, მაგრამ მოსახლეობა დაშლას არ აპირებს - სულხან ბორძიკაშვილი

21 აპრილი, 2019 12:33

პანკისის ხეობაში რამდენიმე ასეული ადამიანი ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. ხეობაში მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმებიც. დღეს გამართულ აქციაზე სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა, რომ სამუშაოები შეჩერებულია და მოსახლეობას დიალოგისკენ მოუწოდა. 

სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი სულხან ბორძიკაშვილი  აქციაზეა. ის „ლიბერალთან“ ამბობს, რომ პროტესტი გრძელდება და მოსახლეობა  დაშლას არ აპორებს. მისი თქმით, ისინი ელოდებიან როდის დაბრუნდებიან უხუცესები და რამდენიმე ადამიანი თელავიდან, სადაც მოლაპარაკებაზე იმყოფებიან. ელოდებიან, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით

სულხან ბორძიკაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სიმშვიდეა, თუმცა, სპეცრაზმი მობილიზებულია კვლავ, ჩაანაცვლეს რამდენიმე და უფრო კარგად ეკიპირებული რაზმია ამჯერად გამოყვანილი, ადგილზეა წყლის ჭავლის მაქანაც. 

რაც შეეხება დაშავებულებს, სულხან ბორძიკაშვილი ამბობს, რომ ზუსტად არ იცის რამდენი ადამიანია დაშავებული, თუმცა მან ხუთამდე ახალგაზრად ნახა, რომელთაც სისხლი სდიოდა. მისი თქმით, სავარაუდოდ, დაშავებულები არიან პოლიციის თანამშრომლებიც. 

LIVE► პანკისის ხეობაში ჰესების წინააღმდეგ აქცია იმართება, მობილიზებულია სპეცრაზმი

პანკისის ხეობაში ორი ჰესი - „ხადორი 1“ და „ხადორი 2“ უკვე აშენდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესებმა ხეობის ეკოსისტემას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. არადა, ხეობაში დამატებით ახალი ჰესების ასაშენებლად მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია. ჰესების მშენებლობასა და გარემოზე მათი ზემოქმედების შესახებ პანკისის ხეობაში ადგილობრივებს ორი დღის წინ მთავრობის წევრები, მათ შორის ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი შეხვდა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, მინისტრი ხეობის მცხოვრებლებს ჰესების მშენებლობის მიზანშეწონილობის კიდევ ერთხელ გადახედვას დაპირდა. თუმცა, დღეს სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

ფოტო: რადიო თავისუფლება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 მაისი
24 მაისი

გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ დაინი ...

იუსტიციის საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. მიქაუტაძის უვ ...
24 მაისი
24 მაისი

„დედა ენის“ კომისია დაკომპლექტდა - ვინ ა ...

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  ...
24 მაისი
24 მაისი

ქუთაისში ადვოკატსა და მის ოჯახზე თავდასხ ...

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, 18 მაისს ქალაქ ქუთაისში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატ ...
^