Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC პანკისის ჰესის გზშ-ზე: მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა ჰესების ანგარიშიდან არის გადმოწერილი

22 აპრილი, 2019 12:34

„ხადორი 3“ ჰიდროელექტროსადგურის მოწყობა გათვალისწინებულია პანკისის ხეობაში სოფ. ბირკიანის მიმდებარე ტერიტორიაზე.

5.4 მგვტ/სთ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი 3-ს" მშენებლობას შპს „ფერის“ შვილობილი კომპანიის შპს „ალაზანი ენერჯი“ გეგმავს.

„ხადორი 3-ის" ჰესის სათავო ნაგებობის მოწყობა დაგეგმილია „ხადორი 2“ ჰესის გამყვან არხზე, საიდანაც „ხადორი 2“ ჰესის მიერ გამომუშავებული წყალი მიმართული იქნება საპროექტო სადაწნეო მილსადენში. 

პანკისში დაგეგმილი ჰესების ეკოლოგიური დასკვნის დოკუმენტების კრიტიკული ანალიზი

„პანკისში დაგეგმილი ჰესების ეკოლოგიური დასკვნის დოკუმენტების კრიტიკული ანალიზი", - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მოამზადა.

გზშ წარმოადგენს იმ ძირითად დოკუმენტს, რომელზე დაყრდნობითაც უნდა მომზადდეს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და შეფასდეს კონკრეტული სამშენებლო ობიექტის მშენებლობის რისკი გარემოზე. 

„ხადორი 3“ ჰესის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში შეიცავს შემდეგ ხარვეზებს:

1. ჰესის მშენებლობის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს ჰესის მშენებლობის შედეგად, სოფელი ბირკიანის მიმდებარედ მდინარე ალაზნის 90%-ის მილებში მოქცევის საკითხი წარმოადგენს, რომლის შედეგადაც მდინარეში რჩება მდინარის არსებული მოცულობის მხოლოდ 10%, რაც არსებით გავლენას მოახდენს მდინარე ალაზნის მიმდებარედ არსებულ სოციალურ და ეკოლოგიურ გარემოზე.

პროექტის თანახმად „ხადორიჰესი 3“ იმუშავებს, უკვე მოქმედი „ხადორიჰესი 2-ის“ გამომუშავებულ წყალზე. ამასთან გზშ-ს თანახმად, მდინარის ეკოლოგიური ხარჯი, ანუ მდინარის ის მოცულობა, რაც დარჩება ჰესის მშენებლობის შემდეგ მხოლოდ 10%-ს წარმოადგენს. შესაბამისად, ჰესის მშენებლობის პირობებში, სოფელ ბირკიანის მიმდებარედ არსებითად შეიცვლება მდინარე ალაზნის კალაპოტი და არსებული მოცემულობის ნაცვლად მდინარეში დარჩება მხოლოდ მდინარის 10% (ე.წ ეკოლოგიური ხარჯი). თუმცა გზშ-ს ანგარიშში ვერსად ვერ ვხვდებით აღნიშნული ეკოლოგიური ხარჯის დათვლის მეთოდოლოგიას, რაც ჰესის მშენებლობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. ანუ კომპანიას არსად არ აქვს ნახსენები, რატომ ტოვებს მდინარეში მხოლოდ 10%-ს და არა უფრო მეტს.

2. პროექტის თანახმად, „ხადორი-3“ ჰესის წყალჩაშვების ობიექტის მშენებლობა დაგეგმილია რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით სოფელი დუისისა და ბირკიანის წყალმომარაგების ფილტრატებიდან (სოფლის სასმელი წყლით მომარაგების ძირითადი წყაროდან). აღნიშნულით კი შეიძლება იმის თქმა, რომ დუისისა და ბირკიანის მოსახლეობას ჰესის აშენების შემდეგ წყალი სამივე ჰესის წყალმიმღებების, ტურბინების, გვირაბებისა და მილსადენების გავლით მიეწოდება, თუმცა აღნიშნულის შესახებ საერთოდ არ არის ნახსენები გზშ-ს ანგარიშში.

თუმცა, გზშ-ს ანგარიშში „ავარიული სიტუაციების აღწერა დონეების მიხედვით“ აღწერილია ისეთი სიტუაცია, როდესაც შესაძლებელია წყალში საშიშმა ნივთიერებებმა გაჟონოს. კერძოდ, II დონედ განიხილება საშიში ნივთიერებების დაღვრა 0,3 ტ-დან 200 ტ-მდე. შესაბამისად, გზშ-ს ანგარიშში საუბარია ასეთი ნივთიერებების გაჟონვის შესაძლებლობაზე, თუმცა საუბარი არ არის იმ საკითხზე, რომ ეს ნივთიერებები შესაძლებელია პირდაპირ აღმოჩნდეს სოფლის მოსახლეობის სასმელ წყალში. გზშ-ში აღნიშნულ საკითხთან ერთად შესაბამისად არ არის ასახული ის პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც მოსახლეობას დაიცავდა მსგავსი საშიშროებისგან.

3. სასმელ წყალთან დაკავშირებული საფრთხეების გარდა, გზშ-ს ანგარიში არ შეიცავს პასუხებს, ჰესის მშენებლობის პროცესთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საფრთხეებთან დაკავშირებითაც...:

  • გზშ-ს ანგარიშში რისკების შეფასების მიზნით ჩასატარებელი კვლევების/აღწერის მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ კოპირებულია სხვა ჰესების მშენებლობის მიზნით მომზადებული გზშ-ს ანგარიშიდან. სავარაუდოდ დებულების მიზნების ფორმალური შესრულებისთვის საკონსულტაციო კომპანიამ დააკოპირა მთელი რიგი საკითხები სვანეთში და სხვა რეგიონებში არსებული ჰიდროელექტროსადგურების პროექტების გზშ ანგარიშებიდან ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინების, ადგილზე ჩატარებული კვლევებისა და ანალიზის გარეშე. მაგ. პირდაპირ დამატებითი კვლევების გარეშე გადმოტანილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა, კუმულაციური ზემოქმედება, ზემოქმედება ბიოლოგიურ გარემოზე, სოციალურ-ეკონომიკური გარემო, ზემოქმედება წყლის ხარისხზე. კვლევა არ შეიცავს მითითებას მკვლევარების თაობაზე, რაც ეჭქვეშ აყენებს კვლევის ხარისხსა და მის სანდოობას.
  • არასათანადოდაა გამოკვლეული ზემოქმედება იქთიოფაუნაზე (თევზის ფაუნა). გზშ-ის ციტირებაზე დაყრდნობით ვასკვნით, რომ „თევზჭერის შედეგად ვერ მოხერხდა იქთიოლოგიური მასალის მოპოვება“, რადგან “მდინარის ეს მონაკვეთი უკვე დატოვეს იქ მობინადრე თევზის სახეობებმა, ამის მიზეზი გახდა მდინარის კალაპოტთან მიმდინარე სამუშაოებისას გამოწვეული ხმაური”. განმეორებით საკონტროლო ჭერას ადგილი არ ჰქონია, ამდენად ჰესების პროექტის გზშ-თვის უმნიშვნელოვანესი საბაზისო მონაცემების შეგროვება იქთიოფაუნის მდგომარეობის დასადგენად არ შესრულებულა. წარმოდგენილი არ არის ასევე, წყლის სხვა ბინადრების (თევზის გარდა) კვლევის შედეგები. კვლევა მხოლოდ საკვები ბაზის ვიზუალური შეფასებით შემოიფარგლა. შესაბამისად არ არის შემუშავებული საჭირო შემარბილებელი სამუშაოები მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე.
  • გზშ-ს ანგარიშის ქვეთავში „დაცული ტერიტორიები“ და მრავალ სხვა ადგილას მითითებული მანძილი მილსადენიდან ბაწარას ნაკრძალის საზღვრამდე არის 100-120 მ, თუმცა ნაკლებ მანძილს გვიჩვენებს სამინისტროსადმი წარდგენილი გის-კოორდინატები: მილსადენამდე დაახლოებით 75 მეტრია, ხოლო გზა უშუალოდ დაცული ტერიტორიის კიდეზე გადის. ტრანსპორტის და მილსადენის მშენებლობის ხმაურის ზემოქმედება დაცული ტერიტორიების ველურ გარემოზე და ჰესის აგრეგატების ხმაურის შესაძლო მუდმივმოქმედი ზემოქმედება მოსახლეობაზე ექსპლუატაციის პროცესში არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად არ არის შეფასებული ზემოქმედებები და დასახული შემარბილებელი ზომები. ამასთან, მანძილები კრიტიკულ რეცეპტორებამდე (ნაკრძალი, მოსახლეობა) შემცირებულია რეალობასთან შედარებით, ხოლო შემარბილებელი ფაქტორები (მაგ. ხე-მცენარეულობა, როგორც ბარიერი) გაზვიადებულადაა წარმოდგენილი. დაცული ტერიტორიები საველე კვლევების მიღმა დარჩა. მის ველურ სამყაროზე ზემოქმედება ახლოს მიმდებარე გზაზე მძიმე ტექნიკის ხანგრძლივი გადაადგილებით იგნორირებულია, თანაც მიჩნეულია, რომ ველური ბუნება „შეჩვეულია” საგზაო ხმაურს. შემცირებულადაა ნაჩვენები ჰესის მილსადენის მშენებლობის ხანგრძლიობა ნაკრძალის მახლობლად.
  • გზშ არ შეიცავს არანაირ კვლევას ხეობაში უკვე არსებული ჰესებისა და დაგეგმილი ჰესის კუმულატიურ (ერთობლივ) ზეგავლენაზე. კერძოდ კი, „ხადორი 3“ ჰესი წარმოადგენს მდინარე ალაზანზე არსებული ჰესების კასკადის ნაწილს, რომელთაც ერთობლივი ექსპლუატაციის პირობებში მომეტებული ზიანის რისკს უქმნის ადგილობრივ ეკოლოგიურ და სოციალურ გარემოს. უშუალოდ ჰესების ექსპლუატაციის გარდა, ასევე არ არის შეფასებული არსებული ელექტროგადამცემი ხაზების ზეგავლენა. დატანილი არ არის „ხადორი-1“ ჰესის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც, სავარაუდოდ, ყველა არსებული და დაგეგმილი სქემისთვის იქნება გამოყენებული. ელექტროგადამცემი ხაზების კუმულაციური ზემოქმედების საკითხი განხილული არ არის, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მცირე და საშუალო ჰესების გზშ-ის შემთხვევაში, განსაკუთრებით კასკადისთვის", - წერს EMC.

NGO-ები: „ნენსკრა ჰესის“ გზშ-ს ანგარიშში სხვა ჰესების გზშ-დან კოპირებული მასალებია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 აგვისტო
19 აგვისტო

„განახლებული ოკუპაცია“ და გატაცებული ახა ...

17 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა შვიდი ადგილობრივი ახალგაზრდა იმ დროს გაიტაცეს, როცა ისინი ...
19 აგვისტო
19 აგვისტო

დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუსში დაბარებას მ ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე და ...
17 აგვისტო
17 აგვისტო

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიაზია საჯარო რ ...

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, როგორც იურიდიულმა სუბიექტმა, ფუნქციონირება უკვე დაიწყო. როგორც მისი დამფუძნებ ...
^