Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"გირჩი" ჯიბღაშვილის საქმეზე სასამართლოს და პროკურატურას მიმართავს

23 აპრილი, 2019 22:29

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე პროკურატურას და სასამართლოს მიმართავს. 

"გირჩის" განცხადებაში ნათქვამია, რომ უცნობია ზუსტად რა ნივთიერებები და რა ოდენობით იქნა აღმოჩენილი. 

ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ადვოკატი და პროკურორი არ ამბობენ რომელი ნარკოტიკის ფლობა ედება ბრალად ჯიბღაშვილს

"ჩვენ ვულოცავთ ბატონ ლევან ჯიბღაშვილს თავისფლებას და მისგან განსხვავებით, ვფიქრობთ რომ არც ერთი ადამიანი ნარკოტიკების ფლობის და მოხმარების გამო არ უნდა იჯდეს ციხეში, უფრო მეტიც სრულად ვეთანხმებით საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის ხაზს და ეს ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ნაწილი გვგონია.

შესაბამისად, იმედი გვაქვს რომ ბატონი ლევანი თავისუფლებაში დარჩება საქმის არსებითად გადაწყვეტის შემდეგაც.

ამავდროულად გვინდა, რომ ეს შემთხვევა სხვა ადამიანების გასათავისუფლებლადაც გამოვიყენოთ და გვაქვს შემდეგი კითხვები:

1. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გვაინტერესებს რა ოდენობის და რა სახის ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული?

2. პროკურატურისგან გვაინტერესებს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო (260-ე მუხლი) ბრალდებული პირების წინააღმდეგ რამდენჯერ იყო მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?

3. სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ჯგუფის იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის, რამდენ პირს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?

4. სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ან ნაკლები ოდენობის იგივე ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის რამდენ ადამიანს მიესაჯა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პატიმრობა?

5. სასჯელ აღსრულების სამინისტროსგან გვაინტერესებს რამდენი ადამიანი იხდის დღეს სასჯელს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის?

ჩვენ ვთვლით რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია, იმისთვის რომ გამოვრიცხოთ შერჩევითი სამართლიანობის საფუძვლიანი ეჭვი ამ საქმეში, მით უმეტეს არსებობს ინფორმაცია, რომ დაზარალებული დაკავებისას ითხოვდა დახმარებას მაღალი თანამდებობის პირისგან, ქალაქის მერისგან." - ნათქვამია გირჩის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

დაიკითხება თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულ ...

„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიე ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ვინ არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლ ...

23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატის ინდივიდუალურ მოსმენას იწყებს. ვი ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე ბრ ...

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს, რომელთა შ ...
^