Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზოგადი განათლების მიზნებიდან ტერმინ „ლიბერალურის“ ამოღების პროექტი პარლამენტმა ჩააგდო

03 მაისი, 2019 14:07

დღეს პარლამენტში  „ზოგადი განათლების შეასხებ კანონში“ შესატანი ცვლილების პროექტს პირველი მოსმენით კენჭი უყარეს და არ მიიღეს.

საქმე ეხება პარლამენტარ ნუკრი ქანთარიასა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილის მიერ ინიცირებულ პროექტს, რომლის მიხედვითაც, ზოგადი განათლების მიზნების ჩამონათვალში ის მუხლი იცვლება, სადაც სიტყვა „ლიბერალურია" ნახსენები. 

პროექტს მხარი 61 დეპუტატმა დაუჭირა, 18 დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა. პროექტის მისაღებად 68 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. 

საპარლამენტო ოპოზიციამ კენჭისყრის გადადების საკითხი დააყენა, თუმცა ხმათა უმრავლესობით, კენჭისყრა დღესვე ჩატარდა. 

მარიამ ჯაშმა სხდომაზე განაცხადა, რომ ტერმინს არ ამოიღებდნენ, მეორე მოსმენამდე კი ავტორები კონსულტაციებს გაივლიდნენ:

„კომიტეტზეც და პლენარულ მოსმენაზეც ითქვა, რომ ჩვენი მთავარი პრინციპი კონვენციასთან დაახლოებაა, როგორც კომიტეტზე მოხდა, ასევე ჩანაწერით არის აღნიშნული შეთანხმება გამყარებული, მეორე მოსმენამდე ავტორები გაივლიან დეტალურ კონსულტაციას განათლების სამინისტროსთან, ომბუდსმენის აპარატთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან და ლიბერალურ დემოკრატიული ღირებულებების ჩანაწერის ამოღება არ მოხდება“,- განმარტა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა. 

***************

მოქმედი რედაქციით, აღნიშნული ჩანაწერი ასე გამოიყურება - „მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ- ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.

დეპუტატები კი პარლამენტს სთავაზობენ ასეთ ვერსიას - „ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება“;

დასაბუთებაში წერია, რომ ამ ცვლილებებით, ზოგადი განათლების შესახებ მიზნები „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის სულისკვეთებასა და მოთხოვნებთან მოვა თანხვედრაში. 

განმარტებითი ბარათი სრულად იხილეთ ამ ბმულზე. 

კომიტეტმა ზოგადი განათლების მიზნებიდან ტერმინ „ლიბერალურის“ ამოღების პროექტს მხარი დაუჭირა

ორი პარლამენტარი ზოგადი განათლების მიზნებიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას მოითხოვს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^