Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი დამნაშავედ სცნეს

16 მაისი, 2019 17:45

სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი დ.ღ. დამნაშავედ სცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა შკუბულიანმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

როგორც „ლიბერალს“ სასამართლოში განუცხადეს, სასჯელის დანიშვნის სხდომა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, 22 მაისს გაიმართება.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ცრუ ჩვენების ბრალდებისთვის დაკავებულ დ.ღ.-ს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება 11 იანვარს შეუცვალა. 6-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ მას 5000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. 

დ.ღ.-ს ბრალად ედება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც პროკურატურის ცნობით, გამოიხატა გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებითა და ცრუ ჩვენების მიცემით, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში.

საქმე ეხება 2017 წლის 1 დეკემბერს ა. ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რომელსაც ბრალდებული უშუალოდ შეესწრო. დ.ღ.-მ გამოძიებას და სასამართლოს, განზრახ არასწორი ინფორმაცია არაერთგზის მიაწოდა, რითაც ხელი შეუშალა მართლმსაჯულების განხორციეებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 მაისი
23 მაისი

დონალდ ტრამპი მამუკა ბახტაძეს საქართველო ...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საქარ ...
23 მაისი
23 მაისი

ევროპა ლიგის ფინალმა აზერბაიჯანში ადამია ...

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ის დიდი ბრიტანეთის ოფისი აზერბაიჯანში ევროპა ლიგის ფინ ...
23 მაისი
23 მაისი

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედა ...

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას (მ.შ.-ს) გორის რაიონ ...
^