Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომპანია: თითოეული გაფიცული მიიჩნევა უკანონო გაფიცვის მონაწილედ, მივმართავთ სასამართლოს

22 მაისი, 2019 18:04

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გაფიცულ თანამშრომლებს მიმართავს და აცხადებს, რომ თითოეული დასაქმებული, რომელიც არ ცხადდება სამსახურში, მიიჩნევა უკანონო გაფიცვაში მონაწილედ.
„უკანონო გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არის კომპანიის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისა და დასაქმებულის მიერ კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველი.
ყოველივე ზემოთ მოცემულის გათვალისწინებით, კომპანია იწყებს სასამართლოსა და სამართალდამცავებისთვის მიმართვის პროცესს“, - აცხადებს „მანგანეზი“

კომპანიის თანამშრომლები 15 მაისიდან დღემდე გაფიცულები არიან. მათი ნაწილი მე-6 დღეა შიმშილობს. გაფიცულები ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვენ. 

გაფიცულები აცხადებენ, რომ კომპანია თავად არღვევს კანონს და დასაქმებულთა შრომის უფლებებს.
 

გაფიცული მაღაროელი: გაფიცვამდე გაწეულ შრომას კომპანია არ გვინაზღაურებს

„ჯორჯიან მანგანეზი”: დასაქმებულებმა ხელფასის 25%-იან მატებაზე უარი თქვეს, უკანონო გაფიცვა გააგრძელეს 

„მაღაროელებს გადაბმულად ამუშავებენ, 15 დღე ტერიტორიის დატოვების უფლება არ აქვთ" - ჭიათურის პირველადი პროფკავშირი


 „დასაქმებულების მიერ სამუშაოს შესრულებაზე უარის თქმამ მიიღო კომპანიასა და მის თანამშრომლებს შორის კოლექტიური დავის ფორმა, რომელსაც თან ახლავს დასაქმებულების გაფიცვა;
• კანონით დადგენილია, რომ კოლექტიური დავა უნდა გადაწყდეს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის ან მედიაციის გზით;
• კომპანიამ არაერთხელ სცადა და მოუწოდა თანამშრომლებს პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებისკენ, თუმცა დასაქმებულებმა მოლაპარაკებებისათვის წარმომადგენლების გამოყოფაზეც კი უარი განაცხადეს;
• დავის გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ დაინიშნა მედიაცია და გამოიგზავნა მედიატორი, თუმცაღა, დასაქმებულებმა ასევე უარი თქვეს მედიაციაში მონაწილეობასა თუ მედიატორთან თანამშრომლობაზე და არც მედიატორთან თანამშრომლობისათვის გამოყვეს წარმომადგენლები.
მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების საჭიროებასა და, ზოგადად, პროცესების კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოში წარმართვაზე დასაქმებულებს მუდმივად ესაუბრებოდა სხვადასხვა უწყება, მათ შორის - მედიატორი, დასაქმებულების მიერ არ მომხდარა არც ერთი გაფრთხილების გათვალისწინება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოლაპარაკებებსა და მედიაციისათვის თავის არიდება გაფიცვის დროს არის უკანონო. წარმომადგენელთა არგამოყოფა განიხილება, როგორც მიზანმიმართული მოქმედება, რათა იმთავითვე არ მოხდეს დავის დარეგულირება მოლაპარაკებების ფორმატში“, - აცხადებს კომპანია. 

გაფიცულების ინფორმაციით, ამ ეტაპზე წარმოება სრულად არის შეჩერებული და 3000-ზე მეტი ადამიანი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს მუშაობაზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^