Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეკა ბესელია თანამოაზრე დეპუტატებთან ერთად პარტიას ქმნის

23 მაისი, 2019 13:36

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია თანამოაზრე დეპუტატებთან ერთად ახალი პარტიის დაფუძნებას გეგმავს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, პარლამენტის წევრი პარტიის შექმნას ივნისში აპირებს. თანადამფუძნებლები იქნებიან დეპუტატები გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა კი ივნისის ბოლოს იგეგმება, სადაც ახალი სახეების წარდგენაც მოხდება.

როგორც ეკა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ დროისთვის აქტიური მუშაობა და კონსულტაციები მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით.

ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ „ქართული ოცნება“ უზენაესი სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე დაწყებული უთანხმოების გამო დატოვეს.

ბესელიას მიერ ახალი პოლიტიკური ძალის შესაძლო შექმნაზე ინფორმაცია აპრილშიც გავრცელდა. 6 აპრილს ეკა ბესელიამ „ლიბერალს“ უთხრა, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასულ სხვა დეპუტატებთან ერთად, რომლებიც მისი თანამოაზრეები არიან, ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას გეგმავდა.

ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ვქმნით და ამაზე ვმუშაობთ. როგორი იქნება, ეს რამდენიმე თვეში გამოჩდება“, - განუცხადა ბესელიამ „ლიბერალს“ აპრილში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^