Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარეს - შსს

20 ივნისი, 2019 13:19

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარა.

ლევან ვასაძე იმუქრება, რომ „თბილისი პრაიდისა" და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“, „სახალხო რაზმებს“ შექმნის, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში თბილისში პატრულირებას მოახდენენ. 

ვასაძის თქმით, „სტრუქტურა იქნება მარტივი, იერარქიული და აწყობილი".

„გვეყოლება ათეულები ათისთავებით, რაც შეიკვრება ასეულად და ეყოლება ასისთავი, რაც შეკრებს ათასეულს და იქნება ლეგიონი”, – ამის შესახებ ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა. 

შსს-მ უკანონო ფორმირებების შექმნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰომოფობიურად განწყობილი ბიზნესმენის ლევან ვასაძის მოწოდებების შემდეგ გამოძიება დაიწყო. 

როგორც შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ, უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობისა და მასში გაწევრების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^