Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეს არის ცრუ ბრალდება, ძალიან მძიმეა, მაგრამ ცრუა. ბრალს არ ვაღიარებ - ილია ჯიშკარიანი

09 ოქტომბერი, 2019 17:33

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი, მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელსაც მისი ბიუროს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, „ინტერპრესნიუსთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც საავადმყოფოში მყოფმა დეპუტატმა სააგენტოს განუცხადა, მისთვის ბრალის წარდგენა შოკისმომგვრელი იყო და სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას იწყებს.

„ეს არის ცრუ ბრალდება, ძალიან მძიმეა, მაგრამ ცრუა. ბრალს არ ვაღიარებ.

კანონი რასაც ითვალისწინებს, სასამართლო იქნება თუ საგამოძიებო მოქმედებები, მზად ვარ, ყველაფერში მონაწილეობა მივიღო. არასდროს შემიშლია ხელი და არც გამოძიებისთვის მითქვამს უარი. რაც იყო იმასთან დაკავშირებით ჩვენება მივეცი.

სიმართლე რომ გითხრათ, ბრალის წაყენებას არ ველოდი. საიდან? რანაირად? ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. ახლა ბრძოლას ვიწყებ და შეხედავს საზოგადოება, ჩემი მშობლები, ჩემი ამომრჩეველი, ნათესავები და თქვენც დაინახავთ“, - განაცხადა ჯიშკარიანმა სააგენტო „ინტერპრესნიუსთან".

ილია ჯიშკარიანის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არის ინსცენირება... „ყოველგვარ ძალადობას ვგმობ, მაგრამ უდანაშაულო ადამიანი ციხეში არ უნდა წავიდეს“ აცხადებს იგი.

შეგახსენებთ, გუშინ, 8 ოქტომბერს, თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარედგინა.

გამომძიებელმა ბრალდების შესახებ დადგენილება დეპუტატს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გააცნო, სადაც იგი მკურნალობის კურსს გადის. პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით თამთა თოდაძე დაზარალებულად იქნა ცნობილი.

პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულის სტატუსით დაკითხა

თბილისის საკრებულოს დეპუტატს საავადმყოფოში ბრალი წაუყენეს

დააკავებენ თუ არა სექსუალური ძალადობის ბრალდებით „ოცნების" დეპუტატს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^