Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსში არსებული ეკლესიები ხვალიდან გაიხსნება - გიორგი გახარია

10 ოქტომბერი, 2019 10:53

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანში, ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე დავით გარეჯის საკითხზე ისაუბრა.

„ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის გარკვეული საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი. ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია, ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს და, რა თქმა უნდა, სრულად შემიძლია, ამას დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებსა და პარტნიორებს გეოგრაფია და ისტორია კი არ ყოფს, არამედ აკავშირებს.

სწორედ ამ საფუძველსა და ამ ფუნდამენტზე გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი, შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიმართულებითაც უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი.

ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით, ისტორული მემკვიდრეობის და ისტორიის გათვალისწინებით. ეს არის ჩვენი მიდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. ასევე მინდა მოგმართოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს გვმართებს პასუხისმგებლობა და სიფრთხილე ყოველი ნაბიჯის, სიტყვის კონტექსტში და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ ნიშნავს ფსევდოპატრიოტულ გამოხტომებს, გამონათქვამებს და გაუაზრებელ ნაბიჯებს. ეს არის მიდგომა, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს და უნდა გავატაროთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საპატრიარქო დავით გარეჯის საკითხზე ილია მეორის მიერ გაგზავნილ წერილებს აქვეყნებს

დავით გარეჯის პრობლემა და ხელისუფლება სამოქმედო გეგმის გარეშე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

„რუსთავი 2-ის" ქონება ისევ დაყადაღდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ წილების 60 პროცენტს ყადაღა დაადო, ამის შესახებ ინფორმაცია &bdqu ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

სოფელ ატოცში ოკუპანტებმა ბორდერიზაცია გა ...

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განახლდა. ოკუპანტები სოფელში დღეს გამოჩდნენ და მიმდებ ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

ბინის მფლობელი „თბილისი ენერჯის" წარმომა ...

გურამიშვილის გამზირის #34-ში, 16 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე აფეთქება მოხდა. დილიდან ადგილზე იმყოფებ ...
^