Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„EMC" მაჩალიკაშვილის საქმეში ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაზე მიუთითებს

07 ნოემბერი, 2019 14:57

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ ახალ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის (სუს) ამჟამინდელი და ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვის პროცესს აფასებს და კვლავ ეფექტიანი გამოძიების ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაზე მიუთითებს.

„EMC“-ში სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის - ვახტანგ გომელაურის, მისი ყოფილი მოადგილის - სოსო გოგაშვილის, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის - ირაკლი ჩიმაკაძის და ცენტრის უფროსის მოადგილის პაატა ჯაჭვაძის ჩვენებათა დეტალურად გაცნობის შემდეგ აცხადებენ, რომ პროკურატურის მიერ სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვა იყო ფორმალური, ზედაპირული პროცედურა და პროკურატურას მათთვის არ დაუსვამს კრიტიკული კითხვები სპეცოპერაციის დაგეგმვის უფლებრივი სტანდარტებისა და მტკიცებულებების წესის მოპოვების და განადგურების წესის სავარაუდო დარღვევების შესახებ.

„სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია რისკების და საჭიროებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის გარეშე ჩატარდა. პანკისის ხეობაში დასაკავებელი პირების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის რისკები სუს-მა მხოლოდ 2018 წლის 21-22 ნოემბერს ბერი სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციიდან მომდინარე ვარაუდს დაუკავშირა და სპეცრაზმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება სუს-ის ხელმძღვანელისა და შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლების მხოლოდ ზეპირ კონსულტაციებს დააფუძნა“ - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის კრიტიკას იწვევს ის ფაქტი, რომ სუს-ის სისტემაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მათ შორის, სპეცრაზმისა და ლეტალრული ძალის გამოყენების შესახებ, სათანადო ანალიზისა და ადეკვატური სამართლებრივი სტანდარტების გარეშე მიიღება. ასევე მიიჩნევენ, რომ ამ პროცესში პრობლემურია სათანადო კოორდინაცია და არ არსებობს ფორმალურად გაწერილი პროცედურული სტანდარტები.

არასამთავრობო ორგანიზაციაში დარღვევად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ პროკურატურის მხრიდან არც კი დაისვა შეკითხვები სუს-ის მიერ ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ამოღების წესის სავარაუდო დარღვევასთან და მტკიცებულებების სავარაუდო განადგურებასთან დაკავშირებით. მათი რეკომენდაციით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს და მათ ადვოკატებს უნდა მიეცეთ წვდომა საქმის მნიშვნელოვან მასალებზე. კერძოდ, გაეცნონ სპეცრაზმის იმ წევრების გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც ძალის გამოყენების ეპიზოდს დეტალურად აღწერენ.

დღეს „ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC), რომელიც სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ აღძრულ საჩივარში მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს წარმოადგენს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის - ვახტანგ გომელაურის, მისი ყოფილი მოადგილის - სოსო გოგაშვილის, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის - ირაკლი ჩიმაკაძის და ცენტრის უფროსის მოადგილის პაატა ჯაჭვაძის გამოკითხვის ოქმები გამოაქვეყნა.

რა ჩვენებებს აძლევენ მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე სპეცოპერაციის ხელმძღვანელები

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^