Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBE[email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ილია ჯიშკარიანი მკურნალობას კვლავ საავადმყოფოში განაგრძობს

11 ნოემბერი, 2019 15:46

თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც საავადმყოფოში მიოკარდიომის მწვავე ინფარქტის დიაგნოზით მოათავსეს, ამჟამად სტაბილურად ფასდება. 

როგორც კლინიკა „ჰელსიკორის“ ექიმმა, თამარ ჭიხორიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ჯერჯერობით ჯიშკარიანის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერა არ იგეგმება.

„დღეს შედარებით სტაბილურად არის, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით, როდის გავწერთ. ამ ეტაპზე ვაკვირდებით იმიტომ, რომ დიდი ინფარქტი იყო“, - განაცხადა ჭიხორიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს მისი ბიუროს თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე აღმკვეთ ღონისძიებად გირაო აქვს შეფარდებული.

ამ ბინძური აჟიოტაჟით უნდათ თავზე ლაფი დამასხან - ილია ჯიშკარიანი

თამთას ფეხი დაუცდა და დამტვრეულ ინვენტარზე თავადვე დაეცა - მარიამ კუბლაშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
^