Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გრიგოლ ვაშაძე „ქართულ ოცნებას" - თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე

14 ნოემბერი, 2019 20:45

„მინდა ვუთხრა ე.წ. „ქართულ ოცნებას", რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, თბილისურად გეტყვით, გაგხევთ  ნაკერავზე", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ    პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

ვაშაძემ მოქალაქეებს მიტინგზე მისვლისკენ მოუწოდა იმისათვის რომ ერთად გააპროტესტონ პარლამენტის მიერ ჩაგდებული კანონპროექტი.

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩააგდო

„გვქონდა თათბირი. ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება. ვინც სახლში ხართ, გამოდით, იმიტომ, რომ სახელმწიფოსგან არაფერი დარჩა და იმასაც გართმევენ. გაგვაგებინეთ, ამ სახელმწიფოს ოლიგარქს აძლევთ?! გამოდით ქუჩაში, ამ დროს სახლში რა გინდათ.

ჩვენ იმ თათბირზე, სადაც ვიყავი, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, გაცილებით რადიკალური ღინისძიებების მომხრე ვიყავი, მაგრამ კომპრომისი კომპრომისია, შეთანხმება შეთანხმებაა. მთელი ოპოზიცია მინუს ერთი, ყველა არის გაერთიანებული, ყველა იდეოლოგიური განსხვავებები გვერდზე გადადებული - ვადამდელი არჩევნები და ახალი შემადგენლობა დაკომპლექტებული სამოქალაქო საზოგადოების მიერ ცესკო-ში.

მინდა ვუთხრა ე.წ. „ქართულ ოცნებას" - რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები - თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე. ყველაზე უფრო აღმაშფოთებელია ის, რომ გაძლევენ დაპირებებს და ეს დაპირებები მიაქვთ. შემდეგ ყველაფერს აბრალებენ ოპოზიციას. თქვენ თვითონ არ გეცინებათ?!

ტელევიზორში რომ გვეუბნებით, ხუნდაძე აუმხედრდა ივანიშვილსო, ბარემ ისი ც გეთქვათ, რომ დილას ივანიშვილის ფეხსაცმელები აუმხედრდა ივანიშვილს. თქვენ თვითონ, აღარ გეცინებათ?! ოპოზიცია ერთად არის. ასეთი ერთობა ოპოზიციას არ ჰქონია ეროვნული მოძრაობის შემდეგ. გაიხენეთ, მაშინ 28 რიცხვში, ოპოზიციამ მიაღწია ცესკოს შემადგენლობის გამოცვლას და დამთავრდა კომუნიზმი საქართველოში. ამას მივაღწევთ.

ქართველებს სახელმწიფოს გარდა, არაფერი დაგვრჩა. 150 000 ბავშვი შიმშილობს. ხალხი ემიგრაციაშია წასული და ვინც დარჩა, ემიგრაციაზე ოცნებობს. არ დავუთმოთ ეს სახელმწიფო. 23 ნოემბერი მოდის და გაიხსენეთ, რა მოხდა მაშინ საქართველოში", - განაცხადა გვიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ, სადაც ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. 

მან მოქალაქეებს მიტინგზე მისვლისკენ მოუწოდა იმისათვის რომ ერთად გააპროტესტონ პარლამენტის მიერ ჩაგდებული კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს. ამასთან, 

გრიგოლ ვაშაძის   თქმით,   17 ნოემბერს გაიმართდება მასშტაბური აქცია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^