Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩააგდო

14 ნოემბერი, 2019 13:10

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა.  38 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

რომელმა დეპუტატებმა ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილება

პირველი ქვორუმის დროს რეგისტრაცია 138 დეპუტატმა გაიარა. ამის შემდეგ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატების მოსაყვანად დრო თხოვა, რადგან მათ 11 დეპუტათი აკლდათ, ორი ავადმყოფობის ერთი კი მივლინების გამო.

მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს, რომლებიც დარბაზში არ იმყოფებოდნენ ტელეფონით უკავშირდებოდნენ. 

განმეორებითი რეგისტრაციის შემდეგ ქვორუმი 139-მა დეპუტატმა გაიარა.  ამის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ  თალაკვაძეს მიმართა, რომ ის დროს წელავდა. ვისაც მისვლა სურდა უკვე იქ იყო. მესამე ცდაზე ქვორუმი 141-მა დეპუტატმა გაიარა.

თამარ ჩუგოშვილმა და კიდევ 6-მა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^