თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრიუძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო თანამდებობები და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. აღნიშნული განცხადება მედიასთნ რამდენიმე წუთის წინ თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.
რომელმა დეპუტატებმა ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილება
„დავტოვეთ პარლამენტის უმრავლესობა. ყველა ეს ადამიანი ვინც აქ ვართ ვტოვებთ პარლამენტის უმრავლესობას. ჩვენ ამაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. „ქართულ ოცნებაზე“ იყო დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს კანონპროექტი არ ჩავარდნილიყო. ჩვენი პოზიცია მათთვის ცნობილი იყო, რომ თუ ჩავარდებოდა, ჩვენ გუნდს დავტოვებდით.
გუნდის დატოვების სურვილი არ გვქონდა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. მომავსლზე ვერეფერს ვერ გეტვით. ერთადერთი ჩვენ ეს პროცესი არ დაგვიტოვეს. რამდენიმე წუთის წინ რაც მოხდა ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. დღეს იყო მძიმე უნრავლესობის სხდომა. დღეს რაც უნდა მომხდარიყო პარტიის დანაკარგით დასრულდება. არ ვიცით სამომავლო გეგმებზე ვერაფერს ვერ გეტყვით, ახლა რაც გადავწაყვიტეთ ეს არის“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტესბთან საუბრისას.