Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ABBA-მ ალბომის გამოსვლამდე ორი ახალი სიმღერა გამოაქვეყნა

02 სექტემბერი, 2021 22:33

40 წლის განმავლობაში პირველად, შვედური ჯგუფი ABBA ალბომს გამოუშვებს. მისი სახელწოდებაა „Voyage“ და მასში 10 ახალი სიმღერა შედის. ალბომი 5 ნოემბერს გამოქვეყნდება. მანამდე ჯგუფმა ორი ახალი სიმღერა წარადგინა. მათი მოსმენა უკვე შეგიძლიათ. ესენია, „I Still Have Faith In You“ და „Donʼt Stoot Me Down“.

ახალი ალბომის მხარდასაჭერად 2022 წლის 27 მაისიდან ლონდონში, სპეციალურად შექმნილ საკონცერტო მოედანზე გაიმართება სერიების შოუ, რომლის ფარგლებშიც ჯგუფის წევრების ჰოლოგრამები სცენაზე თანმხლები ჯგუფის ათ მუსუკოსთან ერთად გამოჩნდება. ამ კონცერტისთვის ბილეთები 7 სექტემბრიდან გაიყიდება.

ABBA - პოპ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯგუფია. მის მიერ ოფიციალურად გაყიდული ჩანაწერების საერთო რაოდენობა 150 მილიონ ასლს შეადგენს. ჯგუფი 1972 წელს შეიქმნა და დაშლამდე (1982 წელი) 8 ალბომი გამოუშვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
03 სექტემბერი
03 სექტემბერი

17 სექტემბერს „დილის შოუს“ მეორე სეზონი ...

რამდენიმე დღის წინ ტრეილერიც გამოქვეყნდა. მეორე სეზონში მოვლენები ისევ  ჯენიფერ ენისტონისა და რიზ უიზერსპუნის პერსო ...
^