Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსარჩელე: ამორალურ გარიგებაზე „რუსთავი 2-ის" საკონსტიტუციო სარჩელი სასაცილოა

03 ნოემბერი, 2015 12:01

მოსარჩელე მხარის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში „რუსთავი 2-ის“ სარჩელი, რომლითაც ეს უკანასკნელი „ამორალური გარიგების" მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, არის სკანდალი, „რადგან ეს ნორმა ყველა ქვეყნის სამოქალაქო კოდექსშია".

„ეს მართლა სასაცილოა. მათმა სტრატეგიამ არ გაამართლა და წარმოდგენილი არგუმენტები დასაბუთებული არ არის. ახლა ამ ბოლო ხერხს მიმართეს, რომ გააუქმონ ნორმები, რომლებზეც სარჩელია აგებული. ერთ-ერთი მათგანია 54-ე მუხლი, თუმცა არა ერთადერთი. ჩვენ სხვა ნორმებზეც ვამყარებთ სარჩელს", - უთხრა „ლიბერალს" კახაბერ მჭედლიშვილმა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელე არ დაზარალდება, რადგან საქალაქო სასამართლოში მათი სარჩელი მარტო 54-ე მუხლზე არ არის დაფუძნებული. 

„ჩვენი სარჩელი ეფუძნება 85-ე და 89-ე მუხლებსაც. ასეთ შემთხვევაში, ამ მუხლების ნორმების შეჩერებაც მოუწევთ" - ამბობს მჭედლიშვილი. 

„რუსთავი 2" და შპს „ტელეკომპანია საქართველო" საკონსტიტუციო სასამართლოს სამოქალაქო  კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართავენ. ეს სწორედ ის მუხლებია, რომლებსაც საქალაქო სასამართლოში ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2-ის“ წილების დასაბრუნებლად იყენებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^