Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენის მოადგილე ანტიდისკრიმინაციულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მიესალმება

03 ნოემბერი, 2015 15:54

სახალხო დამცველის პირველ მოადგილე პაატა ბელთაძე ანტიდისკრიმინაციულ კანონში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ წარდგენილ ცვლილებების პროექტს დადებითად აფასებს.

როგორც ბელთაძემ „ლიბერალს“ უთხრა, კანონპროექტში ასახულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული და წარდგენილი ძირითადი დებულებები .

ბელთაძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს კანონპროექტის განხილვას და აღნიშნული ცვლილებები კანონის სახეს მიიღებს, რაც სახალხო დამცველის აპარატს ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის უფრო ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.

„ერთადერთი ცვლილება, რომელიც წარვადგინეთ და ამ ეტაპზე კანონპროექტში ვერ აისახა, ეხებოდა სამოქალაქო დავის შემცველ საქმეებზე სასამართლოს მეგობრის (amicus curiae) წარდგენის შესაძლებლობას. ვფიქრობთ, როდესაც საკითხი  ეხება სამოქალაქო დავებს, ასეთ შემთხვევაში სახალხო დამცველი მსხვერპლს ვერ წარმოადგენს სასამართლოში და, შესაბამისად, კარგი იქნებოდა სასამართლო მეგობრის საშუალებით ჩვენი აღჭურვა, რათა უფრო ეფექტიანი ყოფილიყო ჩვენს მიერ დისკრიმინაციის მსხვერპლის დაცვა. ეს არის ერთადერთი დებულება, რომლის გაზიარებაც ამ ეტაპზე ვერ მოხდა", - ამბობს პაატა ბელთაძე „ლიბერალთან“ საუბრისას.

პაატა ბელთაძემ „ლიბერალს" უთხრა, რომ სახალხო დამცველის აპარატი მომავალში დაუბრუნდება სასამართლოს მეგობრისა და მსგავსი წინადადებების წარდგენას. ასევე, თუკი გამოიკვეთება სხვა დამატებითი ცვლილებების აუცილებლობა, ეფექტიანად განხორციელებული  უფლებადაცვითი საქმიანობის ანალიზის საფუძველზე, ომბუდსმენის აპარატი აუცილებლად მოამზადებს მსგავს საკანონმდებლო პაკეტს.

2015 წლის 2 ნოემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომამ მსვლელობა მისცა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ წარდგენილ ცვლილებების პროექტს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში".  აღნიშნულ კანონპროექტში შემავალი ცვლილებები სახალხო დამცველის აპარატის ავტორობითაა მომზადებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^