Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამაზ ურთმელიძე იუსტიციის საბჭოს სხდომაზე არ მივიდა

09 ნოემბერი, 2015 10:27

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დაიწყო. მოსამართლე თამაზ ურთმელიძე სხდომაზე არ გამოცხადებულა.  მან იუსტიციის საბჭოს წევრებს, სხდომაზე მიუსვლელობის მიზეზი, წერილობით აცნობა.

სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად  გათვალისწინებულია ინფორმაციის მოსმენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის მიერ 6 ნოემბერს გაკეთებულ საჯარო განცხადებასთან დაკავშირებით.

როგორც ნინო გვენეტაძე გასულ კვირას აცხადებდა, ის იმედოვნებდა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე სხდომას დაესწრება.

„ჩვენ ორშაბათს გვექნება სხდომა და იმ ნაწილში, სადაც ინფორმაციულად მიმდინარე სამართალწარმოების საკითხებთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა, მივცემთ ინფორმაციას საზოგადოებას. სხვა მიმდინარე სამართალწარმოების საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. შევეცდებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია პროცესის ორგანიზაციული და სხვა მიმართულებების მხრივ, ასევე უზრუნველვყოთ მოსამართლის მაღალი ინდივიდუალური დამოუკიდებლობის მაღალი გარანტიები ამ პროცესში. განცხადების შემდეგ ბატონმა თამაზ ურთმელიძემ დააფიქსირა თავისი პოზიცია და ვიმედოვნებთ, რომ ის ორშაბათს იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე", - განაცხადა გვენეტაძემ.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^