Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროკავშირის განახლებული სამეზობლო პოლიტიკა დიფერენცირებულ მიდგომას აღიარებს

19 ნოემბერი, 2015 14:33

„იმის გამო, რომ ყველა პარტნიორი არ იღწვის ევროკავშირის წესებსა და სტანდარტებთან შესაბამისობისთვის, ასევე, იმისათვის, რომ სწორად იყოს ასახული პარტნიორი ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის ხასიათი და მასშტაბი, შემუშავდა დიფერენცირებული მიდგომა და პარტნიორის მიერ პროცესის საკუთარ ხელში აღება ევროპის განახლებული სამეზობლო პოლიტიკის ძირითადი მიმართულება იქნება“ - ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, კარგლო ნატალემ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განახლებულ მიდგომებზე ისაუბრა.

ნატალეს თქმით, დოკუმენტი სამ ძირითად კონცეფციას მოიცავს - სტაბილიზაცია, დიფერენცირებული მიდგომა და პროცესზე პასუხისმგებლობის ხელში აღება.

„ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შექმნის თავდაპირველი მიზანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების წახალისება იყო. ეს შეთანხმებული იყო პარტნიორ ქვეყნებს შორის და ამას მხარს უჭერდა ევროკავშირი“, - ამბობს ნატალე.

მისი განმარტებით, ამ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ყველაზე ეფექტიან გზებს პოულობს, რათა წაახალისოს ანგარიშვალდებულება, სათანადო მართვა, ეკონომიკური განვითარება - რომელიც საზოგადოების სტაბილურობის ფაქტორს უსვამს ხაზს.

„განახლებული სამეზობლო პოლიტიკა ყურადღებას ამახვილებს განახლებულ პრიორიტეტებზე,  რომლებიც განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხებს ეხება. მთავარი სფეროებია ტრეფიკინგისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ერთ-ერთი მთავარი მიზანია უსაფრთხო და ლეგალური მობილურობის უზრუნველყოფა, ტერორიზმსა და კონტრაბანდასთან ბრძოლა“, - ამბობს ნატალე.

რაც შეეხება დიფერენცირებულ მიდგომას, ნატალეს თქმით, თითოეულ პარტნიორზე მორგებული თანამშრომლობა ვითარდება, რადგან ყველა ქვეყანას თავისი მოლოდინი აქვს.

„ყველა ქვეყნის მიმართ ერთიანი მიდგომა არ იქნებოდა ეფექტიანი. შევეცდებით, თითოეული ქვეყნის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. ყურადღებას გავამახვილებთ DCFTA-ზე და ეს იქნება მომავალი წლის სამუშაო დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი“ - ამბობს ნატალე.

რაც შეეხება პროცესზე პასუხისმგებლობის აღებას, ნატალეს თქმით, ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებს სთავაზობს, მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებაზე განსაკუთრებულად გამახვილდეს ყურადღება, რათა დადგინდეს  პოლიტიკური პრიორიტეტები, რომლებიც ორივე მხარეს ეხება და ევროკავშირთან ურთიერთობის საფუძველია.  

 

ევროკავშირი: „მეტი მეტისთვის" პრინციპი წარმატებული აღმოჩნდა, რეფორმების თვალსაზრისით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^