.jpg)
დეპუტატ თამარ კორძაიას თქმით, „რესპუბლიკელები" მოწმეთა დაკითხვის წესის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ, თუკი ინიციატორი იურიდიულ კომიტეტზე წარდგენილ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს.
მისი თქმით, თუ მოწმე დაცვის მხარის დაუსწრებლად დაიკითხა, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების არსებობის შემთხვევაში, პრინციპულად მოუღებელია, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. კორძაია მიიჩნევს, რომ მოწმის დაკითხვის წარმოდგენილი სტანდარტი დაბალია.
იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოწმის ნებაყოფლობითი გამოკითხვის და, საჭიროების შემთხვევაში, მოსამართლის წინაშე დაკითხვის ახალ სტანდარტებს აწესებს. კანონპროექტით, მოწმის დაკითხვა მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იქნება შესაძლებელი.