Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზაზა ხატიაშვილი: სოფრომაძის, თოდრიას და ევა გოცირიძის გარეშე მურუსიძეს ვერ აირჩევდნენ

25 დეკემბერი, 2015 11:09

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ლევან მურისიძის დანიშვნას ბიძინა ივანიშვილსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილს უკავშირებს. ისინი იუსტიციის საბჭოში „ქართული ოცნების" უმრავლესობამ აირჩია. 

„ლევან მურუსიძეს არჩევის გადაწყვეტილებას  სოფრომაძის, თოდრიას და ევა გოცირიძის [იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მიერ არჩეული წევრები] გარეშე ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ", - როგორც „ლიბერალის" ჟურნალისტი იუწყება, ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა. 

ზაზა ხატიაშვილი  პერმანენტული საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებს.

„ფეოდალის წინააღმდეგ აქციები იქნება. ივანიშვილი მტერია. შერჩევითი სამართალია", - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი. 

დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მოქმედი მდივანი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. 

მურუსიძის კანდიდატურას საბჭოში გამართულ კენჭისყრაზე 14 მოქმედი წევრიდან 10-მა დაუჭირა მხარი. 

მურუსიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ვადა მომავალი წლის აპრილში ეწურება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლისგან განსხვავებით [რომელსაც პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ამტკიცებს], სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს.  

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე კენჭისყრის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^