Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხუნდაძე „პროფილზე": მივმართავ „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობას, დაიცვან ბავშვთა უფლებები

28 იანვარი, 2016 16:20

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ თხოვნით მიმართავს. განცხადებაში საუბარია მაია ასათიანის გადაცემაზე, რომელიც დღეს უნდა გავიდეს ეთერში. გადაცემა მომზადებულია ბავშვთა სუიციდის თემაზე. ხუნდაძე სთხოვს „რუსთავი 2-ს“, რომ აღნიშნული გადაცემა ეთერში არ გაუშვან. გთავაზობთ ხუდაძის განცხადებას:

„მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება მედიასაშუალებით სუიციდის ფაქტების გაშუქებასთან დაკავშირებით. რამდენიმე თვის წინ კომიტეტთან შევქმენით სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც შედიან ცნობილი ჟურნალისტებიც. დღეს  მედიასაშუალებებით სუიციდის ფაქტების გაშუქების რაოდენობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. აქ ორი პრობლემის წინაშე ვდგავართ-პირველი, სუიციდის შემთხვევები, რომელიც სამწუხაროდ, ხშირია ჩვენს ქვეყანაში და მეორე, თავად ამ შემთხვევების მედისააშუალებებით გაშუქების საგანგაშო მდგომარეობა.ეს არის ადამიანის განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც საინფორმაცი ოპროპაგანდის შედეგად შესაძლოა დასაშვები და მაპროვოცირებელი გახდეს სხვისთვისაც.ასევე, ეს განსაკუთრებით დამთრგუნველია მსმენელისთვის. რა თქმა უნდა, ამ პრობლემას მედიასაშუალებები ვერ მოაგვარებენ, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველა მიმართულებით, მაგრამ, მედია, როგორც საზოგადოებრივი აზრის შემქნელი ყველაზე მძლავრი საშუალება, ხელს უწყობს ადამიანის ცნობიერებაში ამ ფაქტის დაშვებადობას.

ეს არ არის კრიმინალი, რომელიც შეიძლება შესაბამისი უწყებების არაკომპეტენტურობის გამო ხდებოდეს ქვეყანაში და ამაში ბრალი დავდოთ ვინმეს. ეს არის განსაკუთრებული ფსიქიკური შემთხვევა, რომლისგანაც არავინ არ არის დაზღვეული, არც ერთი ქვეყანა.ჩვენ ეს სიმშვიდის უფლებას არ გვაძლევს და სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ყველა მიმართულებით გატარდეს შესაბამისი ღონისძიება, მათ შორის, მედიასაშუალებებით სუიციდის ფაქტების ფართომასშტაბიანი პროპაგანდის შეზღუდვა.

სწორედ ამ თხოვნით მივმართეთ მედიასაშუალებებს რამდენჯერმე, მაგრამ უშედეგოდ. უფრო მეტიც, დღეს მომზადებულია გადაცემა ბავშვთა სუიციდის შესახებ, რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

მივმართავ „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას, დაიცვან ბავშვთა უფლებები და ნუ გამოიყენებენ ამ თემას საკუთარი პიარისთვის. ნებისმიერი პიროვნება, ჟურნალისტია ის თუ პოლიტიკოსი, სახელმწიფოს  და მოქალაქეების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.ჩვენ მივისწრაფვით ევროპული ღირებულებებისკენ და უმთავრესი სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა უნდა იყოს, მითუმეტეს, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მანამდე საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას აქვეყნებს და შეშფოთებას გამოთქვამს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" გადაცემა „პროფილის“ ტელეანონსში ბავშვთა  თვითმკვლელობის შემთხვევებისა და თვითმკვლელობის რისკის მქონე არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით.

ტოკშოუ „პროფილის" facebook-ის გვერდზე წერია, მოზარდთა სუიციდის თემაზე გადაცემის მომზადების ერთ-ერთი მოტივატორი, სახალხო დამცველის ანგარიში იყო. 

„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ კეთდება წინასწარი შეფასება და დასკვნები გადაცემაზე, რომლიც ჯერ ეთერში არ გასულა. მით უფრო მაშინ, როდესაც გადაცემაზე მუშაობის დროს ჩვენ დავუკავშირდით სახალხო დამცველის ოფისს და მოვიწვიეთ მათი წარმომადგენელები მსჯელობაში მონაწილეობის მისაღებად, რაზეც მათ უარი განაცხადეს, თუმცა არ უთქვამთ რომ ამ თემაზე გადაცემის მომზადება არ იყო რეკომენდირებული!" - წერია „პროფილის" facebook გვერდზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^