Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბოდიშს ვიხდი" - გოგი თოფაძე განცხადებას ავრცელებს

04 თებერვალი, 2016 14:21

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარე გიორგი თოფაძის განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს, რომელსაც „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„გუშინდელ ჩემს გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა საზოგადოებაში და ჩემი სიტყვები არასწორად იყო აღქმული.  

მე მხოლოდ მოვახდინე გიორგი მარგველაშვილის სიტყვების ციტირება, რომელიც ჟურნალ „დრო მშვიდობისაში“ სათაურით  „ნიჩურტა! - მე ქართველი ვარ“ იქნა გამოქვეყნებული  და მივუთითე, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება ქართველ კაცს არ ეკადრება და იმ შემთხვევაში, თუ ბატონი პრეზიდენტი ქართულ საზოგადოებას ამგვარ შეფასებას აძლევს, მაშინ, მას ამ ქვეყნის პრეზიდენტობაც არ უნდა ეკადრებინა. ჩემთვის, როგორც საზოგადოების ნაწილისთვის, მარგველაშვილის ამგვარი სიტყვები შეურაცხმყოფელია.

არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მიფიქრია  და თუ ჩვენი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ჩემი სიტყვები ამგვარად იყო აღქმული, რა თქმა უნდა, ამისთვის მათ წინაშე ბოდიშს ვიხდი.

აქვე მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, მანაც მოიხადოს საზოგადოების წინაშე ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რომლითაც ქართველი ერი შეურაცხყო. 

ჩემთვის საზოგადოება არის ერთიანი და მის დიფერენციაციას არ ვახდენ", - ნათქვამია თოფაძის განცხადებაში.

გუშინ გოგი თოფაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა. 

„თქვენ ხართ პირველი პირი საქართველოში, თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა, ყველა ბგერა ანალიზდება. მინდა, მოგახსენოთ თქვენ თქვენი გამონათქვამები, ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ, არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ, საქართველოსი", - თქვა გოგი თოფაძემ.

ამ წუთებში თბილისში პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ დეპუტატმა იმავე ტრიბუნიდან უნდა მოიხადოს ბოდიში, საიდანაც განცხადება გააკეთა. მათ უკვე გაავრცელეს ერთობლივი განცხადება.

„იქნებ, აღმოაჩინოთ, რომ სწორედ თქვენი მსგავსი მიდგომები და გამონათქვამები არის ქართველი ხალხისათვის შეურაცხმყოფელი და როგორც თავად იტყოდით, „მოსახლეობის სამწუხარო შეფასება“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^