Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ღლონტი: მიჩნდება ღრმა ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკა დგას

09 თებერვალი, 2016 22:58

„მაესტროს" დამფუძნებელ მამუკა ღლონტის განცხადებით, მას აქვს ღრმა ეჭვი, რომ ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების უკან პოლიტიკა დგას. როგორც მან გადაცემა „არჩევანში" განაცხადა, სანამ „მაესტროში" ხმათა უმრავლესობა არავის ჰქონდა და ყველა გადაწყვეტილება დანარჩენ მეწილეებთან თანხმდებოდა, ყველაფერი კარგად იყო.

„როცა მესამე, უცხო პირი აფინანსებს გაჩეჩილაძეს და გიორგი გაჩეჩილაძე დაუმსახურებლად იღებს ხელში წილების უმრავლესობას, შეუძლია ერთპიროვნულად გადაწყვიტოს საქმეები, მიჩნდება ღრმა ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკა დგას. მესამე პირში ვგულისხმობ ირაკლი რუხაძეს" - ამბობს ღლონტი.

მისი თქმით, „მაესტროში" გაჩეჩილაძეს არაფერი ესაქმებოდა მას შემდეგ, რაც საკუთარი წილი გაყიდა.

„დავუშვათ, ცუდი მენეჯერი იყო გოგელია, რა შუაში იყო აქ უცნობი? მისი წილები „მაესტროში" იყო ნული. უცნობს არაფერი ესაქმებოდა მას შემდეგ, რაც თავისი წილი გაყიდა" - ამბობს ღლონტი.

გიორგი გაჩეჩილაძე ტელეკომპანია მაესტროს 55%-იანი წილის მფლობელი გახდა.

სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ გიორგი გაჩეჩილაძეს („უცნობს") გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისთვის გადახდილი აქვს „მაესტროში“ მათი 15-15% წილის შესყიდვის საფასური, რომლის რაოდენობა კონფიდენციალურია და განსაზღვრულია ცალკე შეთანხმებით.

აღნიშნული ცვლილების შემდეგ კი „მაესტროს" წილები ასე გადანაწილდა: მამუკა ღლონტი -15% ეკატერინე აკობია - 5 %, გიორგი გაჩეჩილაძე - 55% და მაკა ასათიანი - 25 %;

მოგვიანებით, ტელეკომპანიის პარტნიორთა კრებამ „მაესტროს“ დირექტორის ბაია გადაბაძის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. პარტნიორებმა არ გაითვალისწინეს არც ერთი არგუმენტი და 55%-ის მფლობელმა მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. გადაბაძის ნაცვლად ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურაა დაყენებული.

გია გაჩეჩილაძის 25%-იანი წილის 400 ლარად შესაძენად სასამართლოში დავა მიმდინარეობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^