ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, სოსო ჯაჭვლიანის განმარტებით, პარლამენტიდან რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტის გათხოვის მიზეზი ის გახდა, რომ პროექტი, შემდგომი დახვეწის მიზნით, დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს, რასაც დრო სჭირდება.
„კანონის პროექტი ეხება ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორიცაა სახელმწიფოში არსებული რელიგიური ორგანიზაციები, რელიგიური სიწმინდეები და გრძნობები. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია დამატებითი კონსულტაციების გამართვა კანონის პროექტის შემდგომი დახვეწისთვის, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ჯერ არ მომხდარა კანონის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა და მიღება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მსურს, უკან გამოვითხოვო ჩემ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი“ - ნათქვამია ჯაჭვლიანის მიერ პარლამენტის ბიუროსადმი გაგზავნილ ცნობაში.
საქართველოს პარლამენტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების შესახებ კანონპროექტს აღარ განიხილავს, რადგან კანონპროექტის ინიციატორმა, სოსო ჯაჭვლიანმა პროექტი უკან გაითხოვა.