პარლამენტმა მარიხუანის მოხმარების გამო სისხლის სამართლის კოდექსიდან პატიმრობის ამოღებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე 47 მომხრით 21-ის წინააღმდეგ ჩააგდო. კანონპროექტის მიღებას სამი ხმა დააკლდა. კანონის მისაღებად კი დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერასთან ერთად, საჭიროა, რომ მათი რაოდენობა 150-წევრიანი პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეადგენდეს.
კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი გოგა ხაჩიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს კენჭისყრის ამონაწერს, თუ ვინ დაუჭირა ცვლილებას მხარი და ვინ იყო წინააღმდეგი.
ამონაწერის მიხედვით, მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებას მხარი დაუჭირეს - გიორგი ხაჩიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მურმან დუმბაძემ, პავლე კუბლაშვილმა, მარიკა ვერულაშვილმა, ანზორ ბოლქვაძემ, გურამ მისაბიშვილმა, გიორგი ფეიქრიშვილმა, გიორგი ღვინიაშვილმა, გედევან ფოფხაძემ, გიორგი ქავთარაძემ, ნანა ყეინიშვილმა, დარეჯან ჩხეტიანმა, ფატი ხალვაშმა, ომარ ნიშნიანიძემ, თამაზ მეჭიაურმა, გუგული მაღრაძემ, ეკა ბესელიამ, ლევან ბერძენიშვილმა, დავით ბერძენიშვილმა, ნოდარ ებანოიძემ, ფრიდონ საყვარელიძემ, თამარ კორძაიამ, თეიმურაზ ნერგაძემ, მალხაზ წერეთელმა, ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ, კობა სუბელიანმა, დავით ბაქრაძემ, გიორგი ბარამიძემ, თინათინ ბოკუჩავამ, გიორგი გაბაშვილმა, დავით დარჩიაშვილმა, სერგო რატიანმა, გიორგი კანდელაკმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, ლევან თარხნიშვილმა, გივი თარგამაძემ, მიხეილ მაჭავარიანმა, პეტრე ცისკარიშვილმა, გიგი წერეთელმა, ტარიელ ლონდარიძემ, ენზელ მკოიანმა, გოდერძი ბუკიამ, გიორგი გოზალიშვილმა, გიორგი ხეჩინაშვილმა და მალხაზ ვახტანგიშვილმა.
კანონპროექტის წინააღმდეგები კი არიან - ალექსანდრე ქანთარია, თემურ ჭკუასელი, შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი, რუსლან პოღოსიანი, ზაზა პაპუაშვილი, ალი მამედოვი, ელდარ კურტანიძე, გოგლა ჟვანია, გია ჟორჟოლიანი, ივანე კიღურაძე, გიორგი ვოლსკი, ვლადიმერ აჩბა, მანანა კობახიძე, გიგა ბუკია, ბიძინა გუჯაბიძე, მერაბ კაჭახიძე, პაატა კვიჟინაძე, ზვიად ძიძიგური, ანი მიროტაძე და თემურ მაისურაძე.