მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგან „მე და საზოგადოების“ ირგვლივ განვითარებულ დისკუსიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის გამო განათლების მინისტრის მიმართ გაუთავებელი სპეკულაციები და თავდასხმებია.
როგორც მან აღნიშნა, „მთავრობაში“ ამ საგნის განხილვა მოხდა და ყველა შეკითხვა, რომელიც დასვეს, პასუხგაცემული და ამოწურულია.
„მინდა საჯაროდ განვაცხადო, ის რომ ადრეული ასაკიდანვე ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა ვასწავლოთ და განუვითაროთ პასუხისმგებლობის გრძნობა მგონი, ამაში დადებითის გარდა არაფერია. რისკები ყველაფერში არსებობს და, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი რისკები იქნას თავიდან აცილებული, პედაგოგების მომზადებას ექნება უდიდესი მნიშვნელობა, მაგრამ ის, რომ ასეთი რისკები შეიძლება არსებობდეს, არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი დისციპლინა არა საჭირო. ამიტომ მე მინდა, რომ მთელი მთავრობის სახელით მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრს. ასევე მინდა მოვუწოდო მას, რომ მაქსიმალურად იქნას გახსნილი განათლების სამინისტროს კარები ასეთი დიალოგისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის ბრალდებები და რაღაც ინსინუაციები ფსებდოტრადიციულ დებულებებზე არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი. არანაირი კავშირი ამ საგანსა და ამ სპეკულაციებს შორის არ არსებობს”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ნებისმიერი ასეთი საკითხი, რომელიც შესაძლოა წამოიჭრას მომავალში, უპირველეს ყოვლისა მთავრობაში იქნება განხილული და „შემდგომ უკვე გუნდურად უნდა გამოითქვას მხარდამჭერი განცხადებებიც.
„არ უნდა შეგვეშინდეს ვაკეთოთ ის, რაც სწორია და აბსოლუტურად გაბედული ნაბიჯებით განვახორციელოთ ის პროგრამები, რომლებიც ვთვლით, რომ ცვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია", - ამბობს კვირიკაშვილი.