მსახიობი თათია სამხარაძე ჟურნალისტ შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
მსახიობის განცხადებით, მას აქვს აუდიო ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ ემუქრებოდა რამიშვილი, რომ მისი კარიერა აღარ გაგრძელდებოდა თუ მასთან არ ექნებოდა სექსუალური ურთიერთობა. თათია სამხარაძის თქმით, ის შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლებს.
„ვადასტურებ, რომ შალვა რამიშვილი ახორციელებდა ჩემს სექსუალურ შევიწროებას. ამის შესახებ მე საუბარი მქონდა არხის დირექტორთან, გიორგი ბახტაძესთანაც, ასევე მე გავაკეთე აუდიო ჩანაწერი, სადაც რამიშვილი აღიარებდა, რომ ჩემზე ახორციელებდა სექსუალურ შევიწროებას. ეს აუდიო ფაილი ამ დროისთვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადის ექსპერტიზას და მისი ავთენტურობა დგინდება. მე დამიკავშირდნენ რამიშვილის ყოფილი თანამშრომელი გოგოებიც და მათაც იგივე პრობლემა აქვთ. მათი თქმით, შალვა რამიშვილი მათზეც ახორციელებდა სექსუალურ შევიწროებას. მე შევიტან სარჩელს სასამართლოში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი სიმარათლე დავამტკიცო. მე დავკარგე კარიერა, სამსახური და გეტყვით ერთს. არ მინდა ვიღაცის კარიერა ვიღაცის საწოლზე გადიოდეს“ - განაცხადა თათია სამხარაძემ.
ამ საკითხს შალვა რამიშვილი Facebook-ის გვერდზე გამოეხმაურა.
მეგობრებო!როგორც ირკვევა თათია სამხარაძეს (ტასო ბარნოვა) აქვს გაკეთებული ფარული ჩანაწერი, რომლიდანაც ჩანს რომ თითქოს მ...
Posted by Shalva Ramishvili • შალვა რამიშვილი on Thursday, April 7, 2016