Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► ჩვენთვის ხარისხსაც აქვს მნიშვნელობა - სახალხო დამცველი ძვირადღირებულ მანქანებზე

15 აპრილი, 2016 16:53

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ომბუდსმენის აპარატის მიერ 2014-2016 წლებში ავტომანქანების შესაძენად ჯამში 416 250 ლარის დახარჯვას აპარატის წინაშე არსებული ამოცანებითა და თანამშრომელთა რაოდენობის ზრდით ხსნის.

რაც შეეხება „ლიბერალის" შეკითხვას, არჩევანი რატომ არ შეჩერდა უფრო იაფ ავტომანქანებზე. ასევე, რას უპასუხებდა არგუმენტს, რომ აპარატმა ბევრი ავტომანქანა კი არ შეიძინა, არამედ 7 ავტომანქანის ფასმა ჯამში 416 250 ლარი შეადგინა.

ნანუაშვილი პასუხობს, რომ აპარატში ჰქონდათ შემთხვევა, როდესაც ახლად შეძენილი მანქანა ორ თვეში გაფუჭდა და მისი შეკეთებისთვის საკმაო თანხა დაიხარჯა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ხარისხს მათთვის მნიშვნელობა აქვს.

„იყო მაგალითად, შეძენილი ერთი მანქანა, რომელიც შედარებით ნაკლები ღირდა, მაგრამ ორ თვეში გაფუჭდა და მის გარემონტებას დასჭირდა საკმაოდ დიდი თანხა. ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ ეს მომენტი, როცა ხდება გადაწყვეტილება, რომელიმე ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებით, უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რა ხარჯი შეიძლება მოუწიოს ამ მანქანას თუკი ის უხარისხო იქნება. ამიტომ ჩვენთვის ხარისხსაც, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა და ეს პრაქტიკაში გამოვცადეთ... სხვათა შორის, ეს პრობლემა არის ძალიან ბევრ საჯარო უწყებაში, როდესაც ტენდერის გზით ხდება შეძენა მანქანების, და ასეთი შემთხვევები გათვალისწინებული არ არის. ტენდერით უნდა შეიძინო ყველაზე იაფი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ხარისხის გარანტიას ვერ იძლევა და შემდგომში ექსპლუატაციის ხარჯებს რამდენიმეჯერ ზრდის“, - ამბობს ნანუაშვილი.

„ლიბერალის“ მიერ სახალხო დამცველის აპარატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ომბუდსმენის აპარატმა 2014-2016 წლებში ავტომანქანების შესაძენად ჯამში 416 250 ლარი დახარჯა (საბიუჯეტო თანხა - 310 429.95 ლარი, მიზნობრივი გრანტი (პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა") - 105 820.7 ლარი).

როგორც გასული დღეების განმავლობაში გახდა ცნობილი, მარტში სახალხო დამცველის აპარატმა ავტომობილ Hynday-ს სანაცვლოდ 105 500 ლარის ღირებულების Mercedes-Benz GLA-ს იყიდა (გადახდილი თანხა 98 500 ლარი). ავტომანქანის დანიშნულებაში აპარატის სხვადასხვა საჭიროება და მიზნებია აღნიშნული.

გამოთხოვილი ინფორმაციით, ასევე ირკვევა, რომ 2016 წლის თებერვალში, ომბუდსმენის ოფისმა ჩანაცვლების გზით, 120 358 ლარის ღირებულების Toyota LC 150 შეიძინა (გადახდილმა თანხამ 95 358 ლარი შეადგინა). აღნიშნული ავტომობილი სახალხო დამცველის პირველი მოადგილის, პაატა ბელთაძის გადაადგილების მიზნით შეიძინეს.

საჯარო ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატმა 2015 წლის ივლისში 44 286 ლარად ღირებული HYUNDAI  ELANTRA შეიძინა, რომელიც სახალხო დამცველის მოადგილის, ნათია კაციტაძისთვისაა განკუთვნილი.

აღსანიშნავია, რომ „ლიბერალმა" საჯარო ინფორმაცია 2013 წლიდან მოითხოვა, თუმცა აპატარის მიერ მოწოდებული ინფორმაციაში მონაცემები მხოლოდ 2014 წლიდანაა შესული. სახალხო დამცველის პრესსამსახურში განმარტეს, რომ 2013 წლის განმავლობაში მათ ავტომანქანები არ შეუძენიათ.

ომბუდსმენის აპარატმა 2014-2016 წლებში ავტომანქანების შესაძენად 416 250 ლარი დახარჯა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^