Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი კახიანი: ხალხმა გადაწყვიტოს, რომელი საარჩევნო სისტემაა ქვეყნისთვის უკეთესი

22 აპრილი, 2016 15:44

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია მხარს დაუჭერს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს და განმარტავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, უმცირესობის მხრიდან წარმოდგენილი 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერილი ცვლილებები განწირულია.

„რაც შეეხება ჩვენ მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, კიდევ მაქვს იმედი,რომ მხარდაჭერა ექნება იმიტომ, რომ,  როდესაც ყველაფერს გაანალიზებ პარლამენტარი, მიხვალ იმ დასკვნამდე, რომ, ახალი სისტემა შესაძლოა, 2020 წელსაც არ იყოს. მე პირადად გამოსავალს კიდევ ერთ რამეში ვხედავ, თუ მოხდება ისე, რომ არც ამ ინიციატივას დაუჭირა მხარი პარლამენტმა და არც მეორეს, იქნებ მოხდეს ისე, რომ არჩევნების პარალელურად ჩატარდეს რეფერენდუმი. საზოგადოებას ვკითხოთ, ისინი არიან მაჟორიტარული სისტემის მომხრენი, შერეულის, თუ -პროპორციულის. თავად ხალხმა გადაწყვიტოს, რომელი სისტემაა ქვეყნისთვის უკეთესი. რეფერენდუმის შედეგები კი უკვე სავალდებულო იქნება შემდეგი მოწვევის პარლამენტისთვის“, - ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი კახიანი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განმარტებით, 2016 წლის არჩევნებისთვის რეგიონულ-პროპორციული სისტემის დანერგვა ვერ მოესწრება თუნდაც იმიტომ, რომ საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შესვლის შემდეგ პარტიები ვერ მოასწრებენ კანონმდებლობის საფუძველზე არჩევნებისთვის მომზადებას.

„რომ მოვინდომოთ და გადაწყვიტოს პარლამენტმა 2016 წლისთვის პროპორციული სისტემით არჩევნების გამართვა, ყველაზე კარგ შემთხვევაში, კონსტიტუციაში ცვლილება შევა დაახლოებით ზაფხულის ბოლოსთვის ყველაზე კარგ შემთხვევაში. მაშინ როდესაც ერთ თვეში უკვე არჩევნები იქნება. ეს წარმოუდგენელია, რადგან ამას საარჩევნო სისტემაში ცვლილებები დასჭირდება. პროპორციული სისტემა სრულიად სხვა პოლიტიკურ ცნობიერებას აყალიბებს“, - აცხადებს გიორგი კახიანი.

ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს, რომლის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემა უქმდება და პარლამენტის წევრები პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით აირჩევიან.

დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიცია 2020 წლისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^