ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული პირების მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 5-ვე ბრალდებულს თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
ერთ-ერთი ბრალდებულის, გიზო ღლონტის განაჩენის გამოცხადებას სასამართო დარბაზში ხმაური მოჰყვა, რის გამოც ბრალდებულთა განაჩენის გამოცხადება დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.
ბრალდებულებს - არჩილ ალავიძეს, დავით წიფურიას, გიზო ღლონტს, გიორგი ლობჟანიძესა და ნუგზარ კაიშაურს ბრალად სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვა ედებოდათ.
მსჯავრდებულთა ადვოკატი ლევან სამუშია ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მას ზემდგომ ინსტანციაში აუცილებლად გაასაჩივრებენ.