Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Just Taxi-ის მძღოლმა ასაკით უფროს მომხმარებელს უნდა მიმართოს - „ბატონო", „ქალბატონო"

20 მაისი, 2016 13:11

თბილისის იუსტიციის სახლმა პროექტის - „JUSTtaxi-ის“ ფარგლებში, იუსტიციის სახლის მომხმარებელთა ტაქსით მომსახურების უზრუნველსაყოფად, ტაქსების სადგომის მოწყობისთვის იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებული, 84,8 კვ.მ. (თბილისში, სანაპიროს ქ. N2-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილი) ფართი 2 წლით იჯარით გასცა. აღნიშნული პროექტის პარტნიორის შესარჩევად გამოცხადდა აუქციონი, რომელშიც პროექტის პარტნიორად შპს „სენა მოტორსი“ გამოვლინდა.

აუქციონის პირობების შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ იუსტიციის სახლმა მიაწოდა.

იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების მიხედვით, საწყისი ყოველთვიური საიჯარო ქირა 4 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 100 ლარით. ელექტრონული აუქციონი  4 მაისს გამოცხადდა და  7 დღე გაგრძელდა.

პირობების თანახმად, პროექტის - „JUSTtaxi” ფარგლებში, ტაქსით მომსახურებისთვის გამოყოფილი უნდა იყოს მინიმუმ 15 ავტომობილი (პროექტის დაწყებიდან არაუმეტეს 1 წელიწადში, გამოყოფილი ავტომობილების რაოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 20 ერთეულს). რომელთა სამუშაო საათები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, განისაზღვროს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირას კი 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე;

ბრძანების მიხედვით, მგზავრობის მინიმალური გადასახდელი თანხა - 2.00 ლარი (4კმ-ის ჩათვლით); 4 კმ-ზე მეტი მანძილის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი კილომეტრის ღირებულება არაუმეტეს 0.50 თეთრი.

პირობებში ასევე აღნიშნულია, რომ ავტომობილებში, მომხმარებლისთვის შესამჩნევ ადგილზე, უნდაგანთავსდეს მძღოლის სურათი, სახელი და გვარი, ბორტის ნომერი; 

ავტომობილებში უნდა განთავსდეს მოწევის ამკრძალავი ნიშანი და მოწევა აკრძალულ უნდა იყოს როგორც მგზავრთათვის, ისე მძღოლისათვის;

პროექტის - „JUSTtaxi” ფარგლებში მომხმარებელთა ტაქსით მომსახურების სტანდარტი

მუხლი 1. მომხმარებელთან შეხვედრისა და ურთიერთობის ზოგადი სტანდარტი

1. მომხმარებელთან შეხვედრისა და ურთიერთობისას მძღოლი ვალდებულია:

ა) დაუყოვნებლივ მიესალმოს მომხმარებელს;

ბ) მოუსმინოს მომხმარებელს ყურადღებით და არ გააწყვეტინოს საუბარი. თუ მომხმარებლის მოთხოვნა ბუნდოვანი, ზოგადი ან არაზუსტია, დაუსვას დამატებითი შეკითხვები, დააზუსტოს მისი მოთხოვნები და მხოლოდ შემდგომ განახორციელოს მომსახურება;

გ) მომხმარებელთან ურთიერთობისას შეინარჩუნოს კეთილგანწყობა და ნეიტრალური პოზიცია ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით;

დ) მომხმარებელთან საუბრისას არ გამოიყენოს ჟარგონული სიტყვები;

ე) მომხმარებელს მიმართოს თქვენობით. ასაკით უფროს მომხმარებელთან ურთიერთობისას გამოიყენოს მიმართვის ფორმა «ბატონო», «ქალბატონო», ასაკით უმცროს მომხმარებელთან დასაშვებია თქვენობითი ფორმის შენარჩუნება;

ვ) დამშვიდობებისას, მომხმარებელს უსურვოს წარმატებები, ან გადაუხადოს მადლობა;

ზ) მომსახურების პროცესში გაითვალისწინოს მომხმარებლის სურვილი ავტომობილში რადიო მიმღებთან და გათბობა/გაგრილებასთან დაკავშირებით;

თ) მომსახურების დაწყებამდე, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, მიაწოდოს მას ინფორმაცია მომსახურების დადგენილ ტარიფთან დაკავშირებით.

2. მძღოლმა დაუშვებელია განახორციელოს :

ა) ტაქსისათვის სპეციალურად გამოყოფილ სადგომზე, ნეგატიური არავერბალური ქმედებები - მოუთმენლობის ნიშნები, სკამზე გადაწოლა;

ბ) მომსახურების პროცესში სამუშაო გარემოსთვის ხელისშემშლელი სხვა ქმედებები (მესიჯობა, თამაში, სოციალური ქსელების გამოყენება და ა.შ).

მუხლი 2. პრობლემური სიტუაციებისა და შეფერხების მოგვარების სტანდარტი

მომხმარებლის მომსახურების პროცესში გარე ფაქტორებით წარმოქმნილი შეფერხების შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია:

ა) ბოდიში მოუხადოს მომხმარებელს შეფერხებისთვის;

ბ) შესთავაზოს მოიჯარის კუთვნილებაში არსებული სხვა ავტომობილის მომსახურება.

მუხლი 3. ავტომობილის მოწესრიგების სტანდარტი

1. მძღოლი ვალდებულია დაიცვას ავტომობილში წესრიგი;

2. დაუშვებელია ავტომობილის სალონში იყოს ზედმეტი ნივთები;

3. დაუშვებელია ავტომობილში საკვების მირთმევა სამუშაო საათებში.

მუხლი 4. ჩაცმისა და ვიზუალური იერსახის სტანდარტი

1. მძღოლი ვალდებულია:

ა) სამუშაო ადგილზე გამოცხადდეს მოწესრიგებული;

ბ) ჰქონდეს მოწესრიგებული ვარცხნილობა და წვერი;

გ) დაიცვას პირადი ჰიგიენა;

დ) ეცვას არასპორტული სამოსი.

თბილისის იუსტიციის სახლის ახალი პროექტის „Just Taxi“ პრეზენტაცია გუშინ გამართა. 

Just Taxi - ახალი მომსახურება იუსტიციის სახლისგან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^