Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაფარიძე JUST TAXI-ზე: ესაა კლასიკური შემთხვევა, თუ როგორ ქმნის სახელმწიფო მონოპოლიას

20 მაისი, 2016 16:22

ის, რაც იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა არის კლასიკური შემთხვევა, თუ როგორ ქმნის სახელმწიფო მონოპოლიას,  - „ლიბერალთან“ საუბრისას ასე აფასებს თბილისის იუსტიციის სახლის Just Taxi-ის პროექტს „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.

ჯაფარიძის შეფასებით, Just Taxi-ის პროექტი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს სრულიად ეწინააღმდეგება.

„არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ სახელმწიფო სტრუქტურამ მსგავსი ტიპის მონოპოლია მისცეს რომელიმე კერძო ტაქსოკომპანიას. არაა გამორიცხული, რომ კორუფციულ გარიგებასაც ჰქონდეს ადგილი... ცხადია, რომ ასეთი რაღაც არ უნდა ხდებოდეს, უნდა იყოს თავისუფლება ნებისმიერი ტაქსოკომპანიისთვის, ნებისმიერი ტაქსისთვის. მოქალაქეებმა თავად უნდა აირჩიონ, უნდათ თუ არა არც ისე სუფთა ტაქსი, რუსული შანსონის სიმღერებით და ამაში გადაიხადონ იაფი, თუ ურჩევნიათ სუფთა და კარგად მოვლილი ძვირადღირებული ტაქსის მომსხურება. მთავარია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება. ბაზარზე ცხადია, იარსებებს ასეთი და ისეთი მომსახუირება, თავისუფლების არსი სწორედ ესაა“, - ამბობს ჯაფარიძე.

ჯაფარიძე ამბობს, რომ აღნიშნული პროექტი კლასიკური შემთხვევაა თუ როგორ იქმნება ქვეყანაში მონოპოლია.და რომ, წესით ამ საკითხზე უნდა რეაგირებდეს კონკურენციის სააგენტო, რომელიც ორი წლის წინ შექმნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ.

„მაგალითად, შემიძლია გავიხსენო, წინა ხელისუფლების დროს როგორ მისცეს ასეთი ექსკლუზიური უფლება გაცილებით უფრო ფართომასშტაბიან ბიზნესზე, როგორიც არის ლატარიის ბიზნესი,  „საქართველოს ლატარიის კომპანიას“. შემდეგ ვიცით, რაც მოხდა, რომ დღეს ამ კომპანიას აქცს სახელმწიფოს დავალიანება 200 მლნ ლარზე მეტი. საბოლო ჯამში, მონოპოლიები, ნებისმიერი შემთხვევაში, არის ცუდი, რადგან მონოპოლიის შედეგი ყოველთვის არის გაუარესებული ხარისხი და მაღალი ფასი. ეს კონკრეტული ინიციატივაც საბოლოოდ მივა აქამდე. ამას იწვევს ბაზრის დაუწერელი წესები, რომელიც ყოველთვის მუშაობს“, - ამბობს ჯაფარიძე.

იუსტიციის სახლის ცნობით, Just Taxi-ს მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ანგარიშსწორებისას მანქანაში დამონტაჟებული საბანკო ტერმინალით ისარგებლოს. შესაბამისად, მოქალაქეს საშუალება აქვს, აირჩიოს გადახდის სასურველი ფორმა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების სახით. რაც შეეხება მგზავრობის ტარიფს, იგი  კილომეტრზე 50 თეთრს შეადგენს და მგზავრობისას არავითარ დამატებით გადასახადს არ ითვალისწინებს, 4 კილომეტრის ჩათვლით მანძილზე მგზავრობის შემთხვევაში კი, ფასი ფიქსირებულია − მხოლოდ 2 ლარი.

Just Taxi-ის მძღოლმა ასაკით უფროს მომხმარებელს უნდა მიმართოს - „ბატონო", „ქალბატონო"

თბილისის იუსტიციის სახლმა პროექტის - „JUSTtaxi-ის“ ფარგლებში, იუსტიციის სახლის მომხმარებელთა ტაქსით მომსახურების უზრუნველსაყოფად, ტაქსების სადგომის მოწყობისთვის იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებული, 84,8 კვ.მ. (თბილისში, სანაპიროს ქ. N2-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილი) ფართი 2 წლით იჯარით გასცა. აღნიშნული პროექტის პარტნიორის შესარჩევად გამოცხადდა აუქციონი, რომელშიც პროექტის პარტნიორად შპს „სენა მოტორსი“ გამოვლინდა.

აუქციონის პირობების შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ იუსტიციის სახლმა მიაწოდა.

იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების მიხედვით, საწყისი ყოველთვიური საიჯარო ქირა 4 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 100 ლარით. ელექტრონული აუქციონი  4 მაისს გამოცხადდა და  7 დღე გაგრძელდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^