Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოქალაქე: პოლიციამ მაიძულა, ნარკოტიკის მოხმარებისას ბახუტაშვილის დაჭერაში დავხმარებოდი

25 მაისი, 2016 14:11

„თეთრი ხმაურის მოძრაობის" ინფორმაციით, ლაშა ბახუტაშვილის საქმეს (იგი 2013 წელს 0,00009 გრ. (მოხმარებულ ნემსში არსებული ნარჩენისთვის) ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (ე.წ. კრაკადილი) შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს) გაგრძელება მოჰყვა.

მათი თქმით, „თეთრი ხმაურის მოძრაობას" დაუკავშირდა ბესო ხუციშვილი, რომელიც ამბობს, რომ პოლიციამ ტერორისა და დაშინების გზით აიძულა, მისი მეგობარი, ლაშა ბახუტაშვილის დაჭერის თანამონაწილე გამხდარიყო.

„2013 წელს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიცია მესამე თუ მეოთხე დღეს დამადგა, გამოვედი გარეთ, გაჩერდა თეთრი „შკოდა", მომმხართეს სახელით და გვარით, მათ თქვეს, რომ იყვნენ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოდან. წამიყვანეს განყოფილებაში, მითხრეს, რომ ლაშა ბატუტაშვილი უნდა დაგვაჭერინოო, თუ არ დაგვაჭერინებ, სამი შვილი გყავსო, წამალს დაგიყრითო, ოჯახის წევრები რომ არ ჩაერთოთ ლაპარაკში, ჩემი თავი ჯანდაბას, უბრალოდ შვილები ახსენეს. ისე იყო ნათქვამი, რომ აუცილებლად გამკეთებლები იყვნენ, მაგათ ადამიანობის არაფერი რა ეტყობოდათ.

თვითონ მირეკავდენენ, ჩავდიოდი, ვხვდებოდი ხოლმე ვაგზალზე, მანქანით მივყავდი ხოლმე აფთიაქში და ნარკოტიკის გასაკეთებლად საჭირო წამლებს მყიდულობდნენ. მეუბნებოდნენ, ვინმემ რომ არ გაგაჩეროს და არ დაგიჭიროსო, ამიტომ სახლამდე მოვყავდი ხოლმე, ერთი თვე გავწელე დრო, მაგრამ მერე უკვე ვეღარ გავძელი. ყოველ დღე მოდიოდნენ, მოჰქონდათ წამალი, მეუბნებოდნენ, მოხარშე წამალი, დაგვაჭერინეო. მაძლევდნენ ხოლმე 20-40 ლარს რომ წამალი მეყიდა...

ლაშას ვიცნობ 1990-იანი წლებიდან, კარგი ურთოერთობა მქონდა, შევცდი რა, ძალიან შევცდი, იმ დონეზე მივედი თავის მოკვლაც მინდოდა.

ბოლოს, რა დღესაც ლაშა დაიჭირეს, ორნი იდგნენ სტადიონთან, და მესამე იდგა იმ ოთახში სადაც ვხარშავდი, აკონტროლებდა კიდევ რომ არ გავპარულიყავი. რომ მოვხარშე მერე ჩავედი ლაშასთან, ამოვიყვანე ზემოთ, და მერე... მერე ლაშა დაიჭირეს. ლაშას დაჭერის შემდეგ მეც შემომივარდნენ სახლში, დამიჭირეს მეც, სამი თვე მომისაჯეს“, - ამბობს თეთრი ხმაურის მოძრაობასთან საუბრისას ბესო ხუციშვილი.

ლაშა ბატუხაშვილის ადვოკატ ნინო გელაშვილის თქმით, არსებობენ ბახუტაშვილის დაკავების მოწმეები.

„დაკავების დღეს მთელი დღის განმავლობაში ბახუტაშვილი საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. მასთან იყვნენ სტუმრები, რომელთა მოწმის სახით დაკითხვაც შესაძლებელია.

29 სექტემბერს, როცა ხუციშვილმა ნარკოტიკული საშუალება უკვე დაამზადა, პოლიციის თანამშრომელი გამოჰყვა მას, რომ ბესოს მისთვის დაეძახა და შემდეგ ნარკოტიკი გადაეცა. იმის გამო, რომ სიბნელე იყო, ბესომ ქუჩის კვეთისას ამ ნივთიერების სანიაღვრე არხში ჩაგდება მოახერხა. შესაბამისად, ლაშასთან ფაქტის გარეშე მივიდა. როგორც კი ლაშა გამოვიდა, ეგრევე დააკავეს. ანუ ბახუტაშვილს დაკავების მომენტში ნარკოტიკი თან არ ჰქონია, თუმცა ბრალი შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წაყენებული“, - აღნიშნავს ადვოკატი და დასძენს, რომ ბახუტაშვილის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ შპრიცი იქ დაახვედრეს.

მოძრაობა მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებასა და სათანადო ყურადღებას საჭიროებს, „ვინაიდან ღიად ამჟღავნებს საზოგადოებისთვის აქამდე გაუხმაურებელ სისტემური ჩაგვრის მექანიზმს“.

ლაშა ბახუტაშვილი 2013 წელს 0,00009 გრ. (მოხმარებულ ნემსში არსებული ნარჩენისთვის) ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (ე.წ. კრაკადილი) შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დეზომორფინის მცირე რაოდენობა კანონით დადგენილი არ არის, ამიტომ 0.00009 გრ. ავტომატურად დიდ ოდენობად მიიჩნევა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით აქვს წარდგენილი და 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

0,00009 გრ. ნარკოტიკის აღმოჩენის გამო, ბრალდებულის მხარდამჭერი აქცია სასამართლოსთან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^