Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიპლომატი საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე: გვინდა, მეტი წინდახედულობა გამოვიჩინოთ

02 ივნისი, 2016 10:51

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს და მოსალოდნელია, რომ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკებისა და მათგან გამომდინარე სიფრთხილის გამო, რომელსაც ევროკავშირი იჩენს, თურქეთის, უკრაინისა და კოსოვოს ვიზალიბეარლიზაციის საკითხის გადაწყვეტაც დაყოვნდება - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

ევროკავშირმა უკვე დაიწყო უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე მუშაობა, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ამ უფლებას ზემოაღნიშნულ ქვეყნებს მიანიჭებდეს. ეს განსაკუთრებით თურქეთს ეხება, რომლის დახმარებაც ევროკავშირს მიგრაციის საკონტროლოდ სჭირდება მას შემდეგ, რაც გასულ წელს ევროპაში 1,3 მლნ ადამიანი ჩავიდა. 

Coreper-ს საქართველოს საკითხზე გადაწყვეტილება გუშინ უნდა მიეღო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. დიპლომატების განცხადებით, გერმანია და საფრანგეთი პროცესს ეწინააღმდეგებიან. 

„ჩვენ არ გვსურს მთლიანი პროცესის შეჩერება. ჩვენ გვინდა, მეტი წინდახედულობა გამოვიჩინოთ" - განაცხადა გუშინ ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის დიპლომატმა, რომელიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას შეეწინააღმდეგა. 

მოსალოდნელია, რომ საკითხის განხილვა შემდეგ კვირას განახლდება, სანამ მუდმივი წარმომადგენლები უკრაინის საკითხის განხილვას დაიწყებენ. ტექნიკური საკითხების განხილვა უკრაინის შესახებ 14 ივნისს უნდა დაიწყოს. 

გიგიაძე ვიზალიბერალიზაციაზე: საგანგაშო არაფერია, ველოდებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^